ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა განმარტა, რა უნდა გააკეთონ კომპენსაციის მისაღებად იმ თვითდასაქმებულებმა, რომლებიც შემოსავლების სამსახურში დარეგისტრირებულები არ არიან.
ლაშა ხუციშვილის თქმით, თვითდასაქმებულმა პირებმა ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ პორტალზე www.moh.gov.ge უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადის ფორმა და შემოსავლის წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტი წარადგინონ.
„მაგალითად, გადასახადის გადამხელად რეგისტრირებული პირის (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა) მიერ გაცემული პირველადი საგადასახადო დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება შემოსავლის მიღების ფაქტი, საბანკო ამონაწერი, მუნიციპალიტეტის ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პირზე გაცემული რაიმე საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა, ნებართვა/ლიცენზია. საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პირის ეკონომიკური აქტივობა ან/და შემოსავალოი“- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
მისივე განმარტებით, თვითდასაქმებულებისთვის კომპენსაციის მოცულობა ერთჯერადად 300 ლარის ოდენობით არის განსაზღვრული.
კომპენსაციის მოიღების მიზნით, ფიზიკურმა პირმა შესაბამისი მოთხოვნა ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ პორტალზე არაუგვიანეს 2020 წლის პირველი ივლისს უნდა წარმოადგინოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.