საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მეშვიდე პაციენტი გარდაიცვალა
01-05-2020, 20:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი, მეშვიდე პაციენტი გარდაიცვალა.

 

 

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, კორონავირუსით დაღუპული მეშვიდე პაციენტი 83 წლის მამაკაცია.

 

 

როგორც ლალი ტურძელაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, მამაკაცი უმძიმესი მდგომარეობით მათ კლინიკაში 4 აპრილიდან მკურნალობდა. მისივე ინფორმაციით, პაციენტი შაქრიანი დიაბეტით იყო დაავადებული.

 

 

ქვეყანაში კორონავირუსი ამ დრომდე 566 ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც 207 უკვე გამოჯანმრთელდა.

 

 

ამჟამად კარანტინის რეჟიმშია - 5320 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 548. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი