ფრანგი ვირუსოლოგის, ნობელის პრემიის ლაურეატის, ლუკ მონტანიეს განცხადებით, "კოვიდ 19" არის ხელოვნურად შექმნილი, კორონავირუსს დაამატეს შიდსის და მალარიის ვირუსები გენომის ფრაგმენტები
01-05-2020, 21:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

2018 წლის ნოემბერში გაერო-ს ეგიდით 17 ქვეყნის 22 სპეციალისტი ეწვია ლუგარის ლაბორატორიას და მისი ინსპექტირება მოახდინა. დაიდო დასკვნაც, რომლის მიხედვით საქართველო "ბაქტერიოლოგიური და მომწამლავი იარაღის შემუშავების, წარმოების და დაგროვების აკრძალვის შესახებ საერთაშოირსო კონვენციას" არ არღვევს, რომლის წევრიც 1996 წლის მაისიდან ვართ.

 


2019 წელს ქართულმა მხარემ რუსეთსაც შესთავაზა გამოეგზავნა სპეციალისტების დელეგაცია ლაბორატორიის საქმიანობის გასაცნობად.

 


მიუხედავად ქართული მხარის მიერ დემონსტრირებული გამჭვირვალობისა, არ წყდება კრიტიკული განცხადებები რუსეთის მხრიდან ლუგარის ლაბორატორიის თაობაზე. ესეც გასაგებია, გამომდინარე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დაბალი ნიშნულიდან.

 

 

გაოცებას კი იწვევს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის გენ შუანის განცხადება იმის თაობაზე, რომ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ამერიკელების მიერ შექმნილი ბიოლაბორატორიები ადგილობრივი მოსახლეობის და მეზობელი ქვეყნების შეშფოთებას იწვევს. ამ მოსაზრების დასტურად კი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადება მოჰყავს.

 


დარწმუნებული ვარ ქართული მხარე კვლავაც მოიწვევს ექსპერტებს ყველა იმ ქვეყნიდან, ვინც ეჭვის თვალით უყურებს ჩვენს ლაბორატორიას და მის საქმიანობას. ეს მნიშვნელოვანი იქნება მითების გასაქარწყლებლად.

 


თუმცა აქ მთავარი არის ჩინური მხარის განცხადება. მართალია, კონკრეტულად ლუგარის ლაბორატორიაზე არ არის საუბარი, მაგრამ ბატონი გენ შუანის მიერ დასახელებილ ლაბორატორიებში ქართული კვლევითი ცენტრიც იგულისხმება, რადგან გამორიცვა გაკეთებული არ არის. ეს განცხადება კეთდება იმ ფონზე, როდესაც სწორედ ჩინური უხანიდან მოხდა "კოვიდ 19"-ის გავრცელება მსოფლიოში.

 

 

ფრანგი მიკრობიოლოგის, ნობელის პრემიის ლაურეატის ლუკ მონტანიეს განცხადებით უხანის ბიოლოგიური ლაბორატორია საუკუნის დასაწყისიდან სწორედ კორონავირუსებზე სპეციალიზირდება. ლუკ მონტანიემ ნობელის პრემია 2008 წელს შიდსის ვირუსის გენომის გაშიფრვაში მიიღო. ის აცხადებს, რომ "კოვიდ 19" არის ხელოვნურად შექმნილი, სადაც კორონავირუსს დაამატეს შიდსის და მალარიის ვირუსები გენომის ფრაგმენტები. არსებობს ინდოელი მიკრობიოლოგების კვლევაც, რომელიც ასევე ადასტურებს "კოვიდ 19"-ის გენომში შიდსის ვირუსის ფრაგმენტის არსებობას.

 


ამ ფაქტს ემატება ისიც, რომ ჩინეთმა, სადაც "კოვიდ 19" გავრცელება ოქტომბერ-ნოემბრიდან დაიწყო, მხოლოდ 31 დეკემბერს შეატყობინა ეს ფაქტი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას და სხვადასხვა ქვეყნებს. ვირუსის გავრცელების მსოფლიოსთვის დაგვიანებული შეტყობინების შედეგად, ბევრი ქვეყანა მოუმზადებელი შეხვდა პანდემიას და შედეგად დაიღუპა ხალხი.

 


ვფიქრობ, ქართველი სპეციალისტები უნდა ჩაერთონ ვირუსის წარმოშობის და გავრცელების შესახებ გამოძიებაში, რომლის ინიცირებას აშშ აუცილებლად მოახდენს. თუ დამტკიცდა ვირუსის ხელოვნური კომპოზიციის ჰიპოთეზა ან უხანში ვირუსის მასობრივი გავრცელელების ფაქტის დაფარვა ორი თვის განმავლობაში, ჩვენ ჩინეთისგან უნდა მოვითხოვოთ კომპენსაცია მიღებული ეკონომიკური და ჰუმანიტარული ზარალის გამო. ზარალი კი უზარმაზარია, ეკონომიკის ბლოკირებისთვის $3 მილიარდზე მეტი ახალი ვალის აღება გვიწევს, რომ არაფერი ვთქვათ დაკარგულ მოსალოდნელ 4.5%-იან ზრდაზე და ეკონომიკის შემცირებაზე, რომლის ოდენობა ჯერჯერობით დათვლადი არ არის.

 

 

ირაკლი გოგავა,

 

პოლიტოლოგი

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი