საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მერვე პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას stopcov.ge აქვეყნებს.
განახლებული მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 16-ით გაიზარდა და საერთო ჯამში ვირუსი 582 ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც 207 უკვე გამოჯანმრთელდა, მათ შორის 23 ბოლო 24 საათში.
ამჟამად კარანტინის რეჟიმშია 5 152 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 551 ადამიანი იმყოფება. ინფექციას ქვეყანაში სულ 8 ადამიანი ემსხვერპლა. მეშვიდე პაციენტი, 83 წლის მამაკაცი გუშინ, 1 მაისს, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.