ნათია მეზვრიშვილი: „ერთი ეტაპიდან მეორეზე შეიძლება ორ კვირაზე ადრე გადავიდეთ, ან მოხსნილი შეზღუდვები ხელახლა დავაწესოთ, ეს დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე“
03-05-2020, 11:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გახსნის იმ გეგმით, რომელიც გასულ კვირას წარმოვადგინეთ, ღონისძიებების შემსუბუქების ეტაპებს შორის გათვალისწინებულია ორკვირიანი შუალედი, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე - შესაძლებელია, ერთი ეტაპიდან მეორეზე გადავიდეთ უფრო ადრე, ან - უფრო გვიან, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა.

 

 

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განმარტებით, ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე საუბრისას იგულისხმება არა მხოლოდ ინფიცირებულთა რაოდენობა მთელი ქვეყნის მასშტაბით, არამედ როგორია ვირუსის გავრცელების ტენდენცია  ცალკეულ გეოგრაფიულ არეალში.

 

 

„ამიტომ, რასაკვირველია, შეზღუდვების უფრო ადრე მოხსნა შესაძლებელია, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ზედმიწევნით, ზუსტად შეასრულებენ ჩვენი თანამოქალაქეები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ რეკომენდაციებს. ეს გახლავთ პირველ რიგში სოციალური დისტანციის დაცვა, პირბადეების ტარება და კიდევ სხვა შეზღუდვები, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის პირობებში, სხვა ეტაპებზე გადასვლამდე ჯერ კიდევ მოქმედებს", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 

 

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების შემთხვევაში, უკვე მოხსნილი შეზღუდვების ხელახლა დაწესებასაც არ გამორიცხავს.

 

 

„რა თქმა უნდა, თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება გართულდა არა მხოლოდ ქვეყნის მასშტაბით, არამედ ამა თუ იმ გეოგრაფიულ არეალში, შესაძლებელია, მოხსნილი შეზღუდვები ხელახლა დავაწესოთ. რასაკვირველია, ეს არავის უნდა, თუმცა ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწორად და ზუსტად შესრულდება გაცემული რეკომენდაციები, რადგან მათი შეუსრულებლობა უარყოფითად აისახება ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე", - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი