მეუფე იობი: „ჩხუბი არა სასულიერი პირებს, არამედ ერისკაცებს შორის იყო, გასროლა კი განხორციელდა ნასვამ მდგომარეობაში, ამ დროს ადამიანს განსჯის უნარი არ აქვს“
03-05-2020, 18:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იობმა ყინწვისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ უთანხმოება არა სასულიერო პირებს შორის, არამედ ერისკაცებს შორის მოხდა. მისივე თქმით, გასროლა ნასვამ მდგომარეობაში, შესაშინებლად მოხდა.

 

 

„არაფერი არ მომხდარა, გასროლა მოხდა ნასვამ მდგომარეობაში, მეტი არაფერი. არ ყოფილა მსგავსი შემთხვევები ხშირი, საერთოდ არ ყოფილა მსგავსი. თქვენ ისიც თქვით, თითქოს მონასტერში მოხდა, მონასტერში არ მომხდარა ასეთი რამ, არც ეპარქიაში. შელაპარაკება იყო, მაგრამ მათ შორის არ იყო, ერისკაცებს შორის მოხდა ჩხუბი, მეტი არაფერი.

 

 

ნასვამ მდგომარეობაში ადამიანს განსჯის უნარი არ აქვს. სასულიერო პირები ერთმანეთს არ დაპირისპირებიან, მამა საბამაც გააკეთა განცხადება ამასთან დაკავშირებით და მამა დავითიც ალბათ, იტყვის როცა გამოვა. ის იარაღს არ ატარებდა. როგორც ერის ადამიანებში არსებობს, რომ სვამენ, ასევე სასულიერო პირებშიც არის, პირველად ხომ არ გესმით ეს. ყველაზე მკაცრად ვექცეოდი მამა დავითს, თუ გადახედავთ, ყველაზე მეტი აკრძალვები აქვს“, – განაცხადა მეუფე იობმა. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი