ლევან გოფოძის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფო მედიკამენტ „პლაქვენილს“ მძიმე პაციენტებთან მიმართებაში იყენებს
04-05-2020, 15:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რესპუბლიკური საავადმყოფო მედიკამენტ „პლაქვენილს“ მძიმე პაციენტებთან მიმართებაში იყენებს, – განაცხადა კლინიკის დირექტორმა, ლევან გოფოძემ. მანვე აღნიშნა, რომ ასეთი რამდენიმე პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა და კლინიკიდან გაეწერა,  „პლაქვენილისგან“ გამოწვეულ გვერდით მოვლენები კი მათთან არ გამოვლენილა.

 

 

„ჩვენ არ ვიყენებთ მსუბუქ და საშუალო ფორმის პაციენტებთან „პლაქვენილს“, ვიყენებთ მხოლოდ იმ პაციენტებთან, ვისთანაც არის შედარებით მძიმე მდგომარეობა, დადასტურებული ორმხრივი პნევმონია არის დაბურული მინის კლასიკური გამოხატულებით და ა.შ. ამ შემთხვევაში, განსაკუთრებულ პაციენტებში ვიყენებთ „პლაქვენილს“ იმ სქემის მიხედვით, რომელიც არის რეკომენდებული საქართველოში. უნდა ითქვას, რომ რამდენიმე პაციენტი, ვისთანაც უკვე გამოვიყენეთ, გამოჯანმრთელებულია და გაეწერა.

 

 

გვერდითი მოვლენა აქვს ყველა მედიკამენტს, მოგეხსენებათ „პლაქვენილსაც“, თუმცა გვერდითი მოვლენები ჩვენთან, მედიკამენტის გამოყენების შემდეგ არ დაფიქსირებულა. ამ „პლაქვენილზე“ დიდი ამბავია ატეხილი მთელ მსოფლიოში, რატომ გამოვიყენოთ? მაგრამ ამერიკის წამლისა და საკვები პროდუქტების სააგენტოს არ ამუღია ის მკურნალობის სქემიდან. ეს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. მეორე ის არის, რომ რიგმა ქვეყნებმა, მათ შორის ავსტრიამ, შვეიცარიამ დაიწყეს ამ მედიკამენტის კვლევა, როგორც საპროფილაქტიკო და პრევენციული მედიკამენტის გამოყენების თვალსაზრისით. ამიტომაც, ასე ხელაღებით მასზე უარის თქმა ან ყველა შემთხვევაში გამოყენება, არ იქნება სწორი. ყოველ შემთხვევაში, მსუბუქი ფორმები და ნაკლებად მძიმე ფორმები არ საჭიროებენ რაიმე დამატებით მედიკამენტურ ჩარევას“,- განაცხადა გოფოძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი