კახა კალაძე: ჩოგბურთის ყოფილი კორტების ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთი დედაქალაქს დაუბრუნდა და იქ სპორტული კომპლექსი მოეწყობა
06-05-2020, 12:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იპოდრომის მიმდებარედ, ე.წ. კორტების ტერიტორიაზე გასხვისებული მიწის ნაკვეთი, სადაც საცხოვრებელი კომპლექსები უნდა აშენებულიყო, დედაქალაქს დაუბრუნდა და იქ სპორტული კომპლექსი მოეწყობა, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ  დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე. 

 

 

როგორც მან განმარტა, დედაქალაქის მერიამ აღნიშნული ტერიტორიის ძველი ფუნქციით ქალაქისთვის დასაბრუნებლად, ხანგრძლივი შრომა და ძალისხმევა გასწია. უახლოეს დღეებში კი ტერიტორიის პრივატიზების მიზნით, აუქციონი გამოცხადდება.

 

 

„ჩვენ ამ თემას პანდემიამდეც არაერთხელ შევეხეთ. საქმე ეხება იპოდრომის მიმდებარედ,  ჩოგბურთის ყოფილი კორტების ტერიტორიას, რომელიც წინა ხელისუფლების დროს გასხვისებული იყო. ჩვენ ძალიან დიდი შრომა დაგვჭირდა იმისთვის, რომ ეს კონკრეტული ფართი დედაქალაქისთვის დაგვებრუნებინა. გვქონდა ხანგრძლივი მოლაპარაკება ინვესტორთან, შევთავაზეთ ადგილმონაცვლეობა და ეს ტერიტორია  დღეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია. მოსახლეობა შეწუხებული იყო იმ ფაქტით, რომ იქ უნდა აშენებულიყო საცხოვრებელი სახლები და სასტუმროები. ჩვენ  დიდი ხნის შემდეგ და დიდი ძალისხმევის შედეგად, ეს ტერიტორია დავიბრუნეთ. დღეს ეს კონკრეტული ადგილი საპრივატიზაციოდ გამოგვაქვს სპორტული კომპლექსის აღდგენა-განვითარების პირობით. ანუ ეს იქნება პირობიანი პრივატიზაცია -  ტერიტორიაზე უნდა აღდგეს ჩოგბურთის კორტები. ასევე, სავალდებულო იქნება საცურაო აუზისა და ფიტნესკლუბის მოწყობა. ქონება უკვე შეფასებულია სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ და უახლოეს მომავალში ბიზნესსექტორს საპრივატიზაციოდ წარედგინება“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

 

 

თბილისის მერმა იმედი გამოთქვა, რომ კერძო სექტორი აღნიშნულ ტერიტორიაზე სპორტული კომპლექსის მოსაწყობად იაქტიურებს.  

 

 

„როგორც დავპირდით ადგილობრივ მოსახლეობას, კორტებს დავაბრუნებთ იმ ძველი ფუნქციით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ძალიან ბევრი ადამიანი გაიზარდა ამ კონკრეტულ ადგილზე. ძველი ფუნქციით კორტების ქალაქისთვის დაბრუნება მნიშვნელოვანი იქნება როგორც ქალაქისთვის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.   

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი