მეუფე ნიკოლოზი ფარულ აუდიოჩანაწერზე: „თუ ეს მართალია, ეს ნიშნავს ქვეყნის დასასრულს“
06-05-2020, 14:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თუ ეს მართალია, ეს ნიშნავს ქვეყნის დასასრულს, - ასე გამოეხმაურა ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი, ნიკოლოზ ფაჩუაშვილი მედიასთან საპატრიარქოში სექსუალური შევიწროების ფაქტებზე აუდიოჩანაწერის გასაჯაროების ფაქტს.

 

 

„თუ ეს მართალია, ეს ნიშნავს ქვეყნის დასასრულს. თუ ეკლესია და პატრიარქი ამაში არიან დამნაშავე, მაშინ მეტი აღარაფერი არსებობს, თუ ეს ასეთი მნიშვნელოვანია. თუ ეს ასეთი მნიშვნელოვანია, რა დროს პანდემიაა, ჯერ ეს საკითხი უნდა განხილულიყო. ვინც ამ საკითხებს აყენებენ ადრე არ მოსვლიათ თავში აზრად, რომ ეს საკითხი დაეყენებინათ. დამთავრდა პანდემია და ახლა გაახსენდათ. აი პასუხიც აქ არის“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

 

 

მიტროპოლიტის თქმით, აუდიოჩანაწერის თემის წამოწევით ეკლესიის დისკრედიტაცია ხდება.

 

 

„ოღონდ მე მაქვს შეკითხვა, რატომ არ გავრცელდა ეს ჩანაწერი ერთი კვირის წინ, ორი კვირის წინ, სამი კვირის წინ აღდგომა რომ იყო. ან ერთი თვის წინ? რატომ არ მეკითხებოდით ჟურნალისტები? იმიტომ, რომ არ იყო აქტუალური. უფრო სხვა საკითხები იყო აქტუალური. დღეს, ეს ვითომდა გახდა აქტუალური. მოსალოცად გვაქვს საქმე, იმიტომ, რომ პანდემიამ უკან დაიხია. ავადმყოფობამ და ახლა გამოჩნდა სხვა თემები, რომელზეც შეიძლება ვისაუბროთ“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

 

 

საპატრიარქოში სექსუალური შევიწროების ფაქტებზე აუდიოჩანაწერი მამა ანდრია სარიამ გაასაჯაროვა. როგორც ის მიიჩნევს, აღნიშნული საკითხი წმინდა სინოდის მსჯელობის საგანი უნდა გახდეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი