სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულების დახმარების მეორე ეტაპი გრძელდება
06-05-2020, 17:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულებისთვის საკვები პროდუქტითა და პირველადი საჭიროების ნივთებით უზრუნველყოფის კამპანიის მეორე ეტაპი გრძელდება. მარტოხელა ხანდაზმულებისა და სოციალურად დაუცველი სხვა კატეგორიის მოქალაქეების დახმარების აქციაში კომპანია „არქისთან“ ერთად,  მონაწილეობა „ვისოლ ჯგუფმა“ კიდევ ერთხელ მიიღო. კამპანიაში ასევე, ჩაერთნენ „გრადა“ და „ქართული სამართლის ჯგუფი“. 

 

 

პროდუქციის მიღებისა და დახარისხების პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად გაეცნო და პროექტში ჩართულ კომპანიებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

„იმ ოჯახებისა და ადამიანებისთვის დახმარება გრძელდება, ვისაც ჩვენი თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდება. დღეს ბიზნესსექტორმა ის პროდუქტები გადმოგვცა, რომლებიც ჩვენს მიერ არის შედგენილი. ეს კომპანიებია: „ვისოლ ჯგუფი“,  „გრადა“, „ქართული სამართლის ჯგუფი“ და დეველოპერული კომპანია „არქი“. მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. განსაკუთრებული მადლობა იმ რიგით მოქალაქეებს, რომელთა თანადგომითა და მხარდაჭერით, დაახლოებით, 10 000-მდე ოჯახს მათ მიერ შეგროვებული პროდუქტები უკვე გადაეცა. ჩვენ ამ პროგრამას აუცილებლად გავაგრძელებთ. მინდა, მადლობა გადავუხადო გამგეობების თანამშრომლებს, ასევე, მოხალისეებს პროცესში ჩართულობისთვის, რადგან ესენი არიან ადამიანები, ვისაც ყოველდღიურ რეჟიმში საკვები პროდუქტები იმ ოჯახებში მიაქვთ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

 

 

მარტოხელა ხანდაზმულებისთვის და სოციალურად დაუცველი სხვა კატეგორიის მოქალაქეებისთვის დახმარების აქციაში უკვე მეორედ ჩაერთო დეველოპერული კომპანია „არქი“.

 

 

„რა თქმა უნდა, ასეთ მძიმე ვითარებაში ერთმანეთის გვერდში დგომა ძალიან მნიშვნელოვანია. დეველოპერული კომპანია „არქი“ პირველი ჩაერთო აღნიშნულ აქციაში და პირველმა მოიტანა პროდუქტები. დღეს კამპანიაში მეორედ ვმონაწილეობთ და 500 ყუთი სურსათ-სანოვაგე მოვიტანეთ, რომელიც ჩვენს ხანდაზმულებს დაურიგდება. მერიის ეს ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს დახმარება უკვე 15 000-მდე ოჯახში მივიდა. ასევე, მნიშვნელოვანია აქციაში ბიზნესსექტორისა და თითოეული ადამიანის ჩართულობა“, - განაცხადა „არქის“ დამფუძნებელმა, ილია წულაიამ. 

 

 

 

მარტოხელა ხანდაზმულებისთვის და სოციალურად დაუცველი სხვა კატეგორიის მოქალაქეების დახმარების კამპანიის პირველი ეტაპის ფარგლებში, დახმარება თბილისში მცხოვრებ 15 000-მდე სოციალურად შეჭირვებულ ოჯახს გაეწია. პაკეტი, რომელიც დაახლოებით, ათი დღის მარაგია და საკვებ პროდუქტებთან ერთად, მედიკამენტებსაც მოიცავს, მარტოხელა მოხუცებს დატრენინგებული მოხალისეების საშუალებით გადაეცემათ. 

 

 

მოხალისეობის მსურველები მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22 უნდა დარეგისტრირდნენ. ბიზნესკომპანიებს კი, რომელთაც ქველმოქმედების სურვილი აქვთ, პროდუქტების მიტანა თბილისში, ბელიაშვილის N5-ში მდებარე სპეციალურ ფართში შეუძლიათ. ღონისძიება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით ხორციელდება.

 

 

ნობათების გადაცემის პროცესს თბილისის მერთან ერთად, რაიონის გამგებლები და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი