საქართველო „პომპიდუ ჯგუფის“ წევრი ქვეყანა გახდა
06-05-2020, 19:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველო ევროპის საბჭოს ნარკომანიასა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის თანამშრომლობის ჯგუფის (Pompidou Group) წევრი ქვეყანა გახდა. საქართველოს „პომპიდუ ჯგუფში“ გაწევრების შესახებ ინფორმაცია ევროპის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.

 


„პომპიდუ ჯგუფის“ წევრობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ეს ხდება იმ სიმბოლურ მომენტში, როდესაც  საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობას წარმატებულად ასრულებს“, − წერია ევროპის საბჭოს განცხადებაში.



ევროპის საბჭოს ნარკომანიასა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის თანამშრომლობის ჯგუფში საქართველო 41-ე ქვეყანა იქნება. პლატფორმა აერთიანებს ისეთ სახელმწიფოებს, როგორიცაა: საფრანგეთი, ავსტრია, ბელგია, ჩეხეთი, ფინეთი, პორტუგალია და სხვა ევროპული ქვეყნები.



 გაწევრების შესახებ მოლაპარაკებებს „პომპიდუ ჯგუფთან“ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო წარმართავდა. პროცესის წარმატებით დასრულება შედეგია იმ პოზიტიური ორმხრივი ურთიერთობებისა, რაც საქართველოსა და „პომპიდუ ჯგუფს“  შორის ჩამოყალიბდა. 2016 წლიდან მოყოლებული, იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლობა ევროპის საბჭოს ნარკომანიასა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის თანამშრომლობის ჯგუფთან უფრო ინტენსიური გახდა. 2016-2018 წლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, „პომპიდუ ჯგუფთან“ ერთად, დაგეგმა და განახორციელა 5 მასშტაბური ღონისძიება, 2020 წელს კი, თბილისმა უმასპინძლა საერთაშორისო კონფერენციას ნარკოდამოკიდებულ მსჯავრდებულთა შესახებ, რომლის ორგანიზატორი, იუსტიციის სამინისტროსთან ერთად, „პომპიდუ ჯგუფიც“ იყო. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე და „პომპიდუ ჯგუფის“ აღმასრულებელი მდივანი დენის ჰუბერი.


ევროპის საბჭოს ნარკომანიასა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის თანამშრომლობის ჯგუფში საქართველოს გაწევრება ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მისაღწევად გატარებულ რეფორმებს უკავშირდება, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით განხორციელდა და მომავალშიც უნდა გაგრძელდეს. მათ შორისაა 2019 წელს ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დაფუძნებაც, რომლის მიზანი საქართველოში ნარკოვითარებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი, სამეცნიერო-პრაქტიკული მეთოდოლოგიების დანერგვაა.



საქართველოს გაერთიანება „პომპიდუ ჯგუფში“ ხელს შეუწყობს ქვეყანაში თანამედროვე გამოწვევების საპასუხო მტკიცებულებებზე დაფუძნებული ანტინარკოტიკული პოლიტიკის განვითარებას და ნარკოპოლიტიკის მიმართულებით ადამიანის უფლებების დაცვის მაღალ სტანდარტზე დამყარებული მიდგომების კიდევ უფრო განმტკიცებას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი