ირაკლი ხმალაძე: თბილისელებისთვის წართმეული, განადგურებული კორტების ტერიტორიაზე თანამედროვე, ევროპული სტანდარტის სპორტული კომპლექსი გაშენდება
08-05-2020, 08:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დედაქალაქის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განმარტებით, იპოდრომის მიმდებარედ არსებული ჩოგბურთის კორტების ტერიტორიის პრივატიზაციის შედეგად, ადგილზე სპორტული კომპლექსი მოეწყობა, დედაქალაქის ბიუჯეტის შემოსავალი კი 5 მილიონ 700 ათასი ლარით გაიზრდება. ამასთან, მყიდველს ექნება, მინიმუმ, 2 მილიონი ლარის ვალდებულება სპორტული კომპლექსის მოსაწყობად.

 

 

ირაკლი ხმალაძის თქმით, ტერიტორიაზე, რომელიც წინა ხელისუფლების დროს საცხოვრებელი კორპუსების აშენების მიზნით გასხვისდა, 4 ჩოგბურთის კორტი, საცურაო აუზი და ფიტნესკლუბი აშენდება.

 

 

„იპოდრომის მიმდებარედ არსებული ყოფილი კორტების ტერიტორია მუნიციპალიტეტს აუქციონზე გამოაქვს საპრივატიზაციოდ და მისი ღირებულება არის 5 მილიონ 700 ათასი ლარი, რაც გაზრდის მუნიციპალიტეტის შემოსავალს. პრივატიზაცია ითვალისწინებს სპორტული კომპლექსის აღდგენას, სწორედ იმ კომპლექსის, რომელიც ყოფილი ხელისუფლების დროს განადგურდა და ტერიტორია გაიყიდა, რათა აშენებულიყო მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობამ გამოისყიდა ეს მიწის ნაკვეთი კერძო მესაკუთრისგან იმ მიზნით, რომ იქ მომხდარიყო არა საცხოვრებელი კორპუსების, არამედ სპორტული ცენტრის მშენებლობა. ამის პარალელურად პრივატიზაცია დაიგეგმა იმგვარად, რომ მყიდველი ვალდებული იქნება ისეთი პროექტი განახორციელოს, რომლის მიხედვითაც იქ ჩოგბურთის 4 კორტი, საცურაო აუზი და ფიტნესკლუბი აშენდება. შედეგად, თბილისელებისთვის წართმეული, განადგურებული კორტების ტერიტორიაზე მალე თანამედროვე, ევროპული სტანდარტის სპორტულ კომპლექსს მივიღებთ“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი