[ვიდეო] „ამათია ტელევიზია, ამათია საინფორმაციო საშუალებები, ყველანაირად შემოგიტევენ“ - მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი, მეუფე იობი (აქიაშვილი)
08-05-2020, 11:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი, მეუფე იობი (აქიაშვილი) აცხადებს, რომ ძამას ხეობაში მიწები იმიტომ შეისყიდეს, რომ „უცხოტომელები შემოდიოდნენ და მათ უნდა ეყიდათ ეს მიწები და ჩვენ ეს სპეციალურად გავაკეთეთ, რომ ეკლესიას დარჩენოდა. ეკლესიის მიწა იგივე ერის მიწა არის. თუკი დაჭირდა ქვეყნას, ჩვენ ქვეყანას მივცემთ ამ მიწებს“.

 

 

მეუფე იობმა ჟურნალისტებს სიმართლის მსახურებისკენ მოუწოდა და თქვა, რომ „ურწმუნო ადამიანი და ურწმუნო მთავრობა მორწმუნეებს და ეკლესიებს ებრძვის - ისე შეუძლიათ ყველაფერი გააკეთონ, ამათია ტელევიზია, ამათია საინფორმაციო საშუალებები, ყველანაირად შემოგიტევენ“, ამიტომ, ეუბნება მეუფე ჟურნალისტებს, „თქვენი ფუნქციაა სიმართლე დაადგინოთ, სიმართლე“.

 

 

 

 

„თავის დროზე მისი უწმინდესობა იმყოფებოდა ძამას ხეობაში. დაცლილი იყო მაშინ ძამას ხეობა, ფაქტობრივად სოფელი გვერძინეთი დაცლილი იყო და მოეწონა ძალიან და გააკეთა წერილი, რომ საპატრიარქოსთვის გადაეცათ მთლიანად ძამის ხეობა, მაგრამ ეს იმდროინდელმა მთავრობამ არ გააკეთა, უარი უთხრა და მერე ავდექით, ჩვენ, ეპარქიამ შევიძინეთ ეს ტერიტორიები და იმ ტერიტორიებზე დღეს მონასტრებია გაშენებული. საპატრიარქოს უარი უთხრეს და ჩვენ კერძო პირებმა შევიძინეთ ეს მიწები იმის გამო, რომ გაგვეშენებინა მონასტრები... იმიტომ ავითვისეთ, რომ უცხოტომელები შემოდიოდნენ და მათ უნდა ეყიდათ ეს მიწები და ჩვენ ეს სპეციალურად გავაკეთეთ, რომ ეკლესიას დარჩენოდა. ეკლესიის მიწა იგივე ერის მიწა არის. თუკი დაჭირდა ქვეყნას, ჩვენ ქვეყანას მივცემთ ამ მიწებს“, განაცხადა მეუფე იობმა, რომელმაც ზოგიერთი სასულიერო პირების არასწორი ქმედების შესახებ კომენტირებისას აღნიშნა, რომ იგი პირველი იყო, ვინც მღვდელმოქმედების აკრძალვის წესი შემოიღო არასწორი ქცევისთვის.

 


„ჩვენ გვყავს 350 სასულიერო პირი. 12-დან ერთი იყო იუდა, გამცემელი, 350-ში არ იქნება ერთი-ორი ასეთი ადამიანი?!.. ჩვენს ეკლესიაში პირველმა მე შემოვიღე დასჯა, მღვდელმოქმედების აკრძალვით, გაიკითხეთ, სხვა მღვდელმთავრებს შეეკითხეთ, პირველმა მე შემოვიღე, როცა არასწორად იქცევა, აუცილებლად მიიღებს საეკლესიო სასჯელს მღვდელმოქმედების აკრძალვაზე.

 


იცით, რომ ურწმუნო ადამიანი და ურწმუნო მთავრობა მორწმუნეებს და ეკლესიებს ებრძვის. ისე შეუძლიათ ყველაფერი გააკეთონ, ამათია ტელევიზია, ამათია საინფორმაციო საშუალებები, ყველანაირად შემოგიტევენ, ამიტომ თქვენი ფუნქციაა სიმართლე დაადგინოთ, სიმართლე. ამათი ნაკარნახევით კი არ უნდა იმოქმედოთ, მთავრობა რასაც გიკარნახებთ. ახლა წყარო, წყარო რომ ამბობდით ჟურნალისტები, საიდან მოიპოვეთ? უშიშორებიდან და შინაგან საქმეთა სამინისტროდან. ძალიან კარგად ვიცი. ჟურნალისტმა მითხრა ერთ-ერთმა, მორწმუნე ჟურნალისტია, იმან მითხრა, იქიდან გვაქვს წყაროო. მე კი არ მებრძვიან, მართლმადიდებლობას ებრძვიან, ჭეშმარიტ სარწმუნოებას ებრძვიან, ეს საუკუნეების განმავლობაში ასე იყო“, განაცხადა მეუფე იობმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი