ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს
08-05-2020, 14:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთანამშრომლობის შესახებ განაცხადეს. ამ პარტნიორობის ფარგლებში ლიბერთი ბანკი, მჭიდროდ ითანამშრომლებს ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევისა და ახალი პროდუქტის - აგროდაზღვევის განვადების მიმართულებებით.

 

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, აგრო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო ახდენს სადაზღვევო პრემიის 70%-მდე სუბსიდირებას, ხოლო პრემიის დარჩენილი ნაწილი მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს საკუთარი სახსრებით. აგრო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარები არიან აგრო საქმიანობაში ჩართული ფერმერები და აგრო დაზღვევა მათ მოსავალს აზღვევს გაუთვალისწინებელი შემთხვევებისა და სტიქიური მოვლენებისგან: სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, ან სხვა რისკების შედეგად მიყენებული ზარალი.

 

 

ლიბერთი ბანკისა და ჯიპიაი ჰოლდინგის ერთობლივი პროდუქტის უპირატესობებია:

 

 

· 0%-იანი განვადება

 

· არ მოითხოვება უზრუნველყოფა და სხვა დამატებითი ხარჯები

 

· დაზღვევის პოლისის განვადებით ყიდვა შესაძლებელია მთელი საქართველოს მასშტაბით ლიბერთის სერვისცენტრებში. ასევე, ამ პროდუქტის შეთავაზება მოხდება რეგიონებსა და სოფლებში ლიბერთი ბანკის გაყიდვების აგენტების საშუალებით

 

აგროდაზღვევის განვადება ლიბერთის მომხმარებლისთვის 11 მაისიდან იქნება ხელმისაწვდომი.

 

 

,,ლიბერთი ბანკისთვის არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია აგრო მიმართულება. მოხარული ვართ, რომ დღეს ჯიპიაი ჰოლდინგთან ერთად მოგვეცა საშუალება ჩვენს მომხმარებელს რეგიონებსა და სოფლებში შევთავაზოთ აგროდაზღვევის პოლისის შეძენა და 0%იანი განვადება იმ თანხებზე, რომელზეც სახელმწიფო არ აკეთებს სუბსიდირებას. ლიბერთის გააჩნია ყველაზე ფართო ქსელი და ყველაზე ახლოს არის ფერმერებთან, ამ პროდუქტის შეთავაზებით კი ჩვენ კიდევ უფრო ხელს შევუწყობთ აგრო საქმიანობაში ჩართულ ადამიანებს, იშრომონ მშვიდად და მაქსიმალურად დაზღვეული იყვნენ რისკებისგან” - განაცხადა ლიბერთი ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორის მოადგილემ, ირაკლი აბაშიძემ.

 

 

„დღეს ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილობრივ წარმოებას, სოფლის მეურნეობის გაძლიერებასა და ფერმერთა მხარდაჭერას. ამიტომ მნიშვნელოვანია, გავიაზროთ დაზღვევის, როგორც ფინასური გარანტიის მნიშვნელობა და საჭიროება. აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ფერმერები წელსაც 70%-მდე სახელმწიფო სუბსიდირებით სარგებლობენ, დაზღვევის დარჩენილ ღირებულებას კი თავად ფარავენ. ჯიპიაისა და ლიბერთი ბანკის თანამშრომლობის ფარგლებში, ფერმერისთვის აგროდაზღვევა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი ხდება, რადგან ჩვენს დაზღვეულებს შესაძლებლობა აქვთ, პრემიის დარჩენილი ნაწილი 0% განვადებით დაფარონ; მოლოდინია, რომ ასეთი ხელშეწყობით წელს კიდევ უფრო მეტი ფერმერი ჩაერთვება აგროდაზღვევის პროგრამაში, რადგან ახლა, ისე როგორც არასდროს, გვჭირდება ფინასური სტაბილურობა, უსაფრთხოებისა და დაცულობის განცდა.“ - განაცხადა ჯიპიაი ჰოლდინგის სტრატეგიული განვითარების დირექტორმა, სანდრო კიკნაძემ.

 

 

ანა ლატარია 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი