ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით, მთაწმინდის ფერდის ტყის ლანდშაფტი აღდგება და დაახლოებით, 700 ჰექტარი ტერიტორია გამწვანდება
08-05-2020, 15:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით, თბილისის მერიასთან თანამშრომლობის ფარგლებში, მთაწმინდის ფერდობებზე არსებული დაზიანებული ნარგაობების აღდგენის სამუშაოები იწყება. 

 

 

პროექტი, რომლის პრეზენტაციაც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ფონდი „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანთან და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად გამართა, მთაწმინდის ფერდის ტყის ლანდშაფტის აღდგენა-რეაბილიტაციასა და ტურისტულად მიმზიდველი გარემოს შექმნას ითვალისწინებს. 

 

 

თბილისის მერმა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს, ასევე, პროექტის ავტორს, თემურ ტყემალაძეს მადლობა გადაუხადა. 

 

 

„ფონდ „ქართუსთან“ შეთანხმების ფარგლებში, თბილისის მუნიციპალიტეტის მერია იწყებს დედაქალაქის გულის - მთაწმინდის ფერდობის აღდგენის პროექტს, რომელიც მთაწმინდის ფერდის ტყის ლანდშაფტის სრულ აღდგენა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს. ჩვენი მთავარი მიზანი მთაწმინდის ფერდის ლანდშაფტის ოთხ სეზონად გადაქცევაა, რაც მარადმწვანე და ფოთლოვანი ხეების, ასევე, ბუჩქოვანი და ბალახოვანი საფარის განაშენიანება-რეაბილიტაციას გულისხმობს. ამჟამად, მიმდინარეობს პროექტის განხორციელებისთვის აუცილებელი სამუშაოები. მსურს, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს ამ მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. 

 

 

ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტების განხორციელება იმისთვის, რომ ქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ. იმ ყველაფერს, რომელიც თბილისის მერიის მიერ ხორციელდება და ბევრი კომპონენტისგან შედგება, ეს მნიშვნელოვანი პროექტი ემატება. 2020 წელს ქალაქის მერიის მწვანე პოლიტიკის მიმართულებით, არაერთი პროექტია დაგეგმილი. თბილისს აქვს უდიდესი პოტენციალი, იყოს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მწვანე ქალაქი. გარწმუნებთ, რომ ჩვენი დედაქალაქი აუცილებლად იქნება სიცოცხლით, სილამაზითა და სიმწვანით სავსე ქალაქი“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

 

 

პროექტის განხორციელების მთავარი მიზანი არსებული ფერდის ლანდშაფტის ოთხ სეზონად გადაქცევაა, რაც მარადმწვანე და ფოთლოვანი ხეების, ასევე, ბუჩქოვანი და ბალახოვანი საფარის განაშენიანება-რეაბილიტაციას გულისხმობს. საერთო ჯამში, დაახლოებით, 700 ჰექტარი ტერიტორია გამწვანდება. 

 

 

სამუშაოების შედეგად, თბილისის ურბანული ტყე-პარკის სივრცით-ფუნქციური და ტექნიკურ-ეკონომიკური განვითარების ხედვის შემუშავება, ასევე, საჯარო განხილვებისა და შესაბამისი მუნიციპალური შეთანხმებების შემთხვევაში, მომდევნო ეტაპების განხორციელება იგეგმება. კერძოდ, საპროექტო, სამშენებლო, საზედამხედველო, საექსპლუატაციო, მართვის კომპონენტების დეტალური დაგეგმარება და დაპროექტებული სამუშაოების შესრულება. 

 

 

პროექტი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ფონდ „ქართუსა“ და ფონდ „განვითარება და გარემოს“ შორის დღეს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება. მემორანდუმი მუნიციპალიტეტის საზღვრებში მოქცეული დეგრადირებული ტყეების აღდგენისა და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს. 

 

 

შეთანხმების თანახმად, ფონდი „ქართუ“ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, დეგრადირებული ტყეებისა და ფართობების აღდგენის, ასევე, რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტს 16 მლნ ლარის ფარგლებში დააფინანსებს.

 

 

პროექტის დაწყებას წინ უძღოდა მნიშვნელოვანი მოსამზადებელი სამუშაოები. კერძოდ, ამ დრომდე არ არსებობდა თბილისის გეოგრაფიულ-კლიმატურ გარემოზე მორგებული ხე-მცენარეების სპეციალური ნუსხა, რომელიც დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ შეიმუშავა და დაამტკიცა. მთაწმინდის ფერდის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ხე-მცენარეების შერჩევა აღნიშნული ნუსხის მიხედვით მოხდა. პირველ ეტაპზე, შესაბამისი კვლევები ჩატარდება, რასაც შემდგომში მარადმწვანე და ფოთლოვანი ხეების, ასევე, ბუჩქოვანი და ბალახოვანი საფარის გაშენება-რეკულტივაციის პროცესი მოჰყვება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი