ამირან გამყრელიძე: „არ შეიძლება ახლა ჩვენი ბავშვების გეგმური აცრები შევაჩეროთ“
08-05-2020, 16:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, მშობლებმა უარი არ უნდა თქვან ბავშვების გეგმურ აცრებზე.

 

 

გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, არ დაიჯერონ ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ვაქცინაცია ადამიანებს ვნებს.

 

 

„არ შეიძლება ამ დროს შევაჩეროთ ჩვენი ბავშვების გეგმური აცრები. ვაქცინაცია კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევაა, მან ასეულობით მილიონი ადამიანი გადაარჩინა. ყოველთვის, როცა ახლაწარმოშობილი ინფექციური დაავადებები ჩნდება, ჩვენ ყოველთვის იმედით ვუყურებთ მათი საწინააღმდეგო ვაქცინების შექმნას. დიდ პანდემიებთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური გზა სწორედ ვაქცინები და აცრებია, ის დიდი მოძრაობა, რაც არსებობს ვაქცინების წინააღმდეგ, დამერწმუნეთ, რომ არაა სწორი, ნუ დაუჯერებთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი