მარინა ეზუგბაია: „კორონავირუსით ინიფიცირების ახალი წყარო არ არის და ვიმედოვნებთ, რომ არ გაგვიჩნდება“
09-05-2020, 11:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ახალი დადასტურებული პაციენტები ინფექციურ საავადმყოფოში არ შეუყვანიათ. მისივე თქმით, ამ ეტაპზე კლინიკაში 42 პაციენტი წევს, ერთი არის შესაძლო შემთხვევა, 41 კი დადასტურებული.

 

 

„გვყავს ერთი კრიტიკული პაციენტი და ერთი მძიმე. ორივე პაციენტთან სიმძიმის განმსაზღვრელი არის თან არსებული დაავადებები. გამოჯანმრთელებული პაციენტებიდან ჩვენთან სამია და უკვე ჩვენი ცენტრის გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა 85 მიუახლოვდა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

 

 

რაც შეეხება ახალი პაციენტების წყაროს, მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ ყველას წყარო ცნობილია.

 

 

„წყარო ყველა ცნობილია, ბოლო 10 დღეა ხედავთ, რომ ყველა პაციენტი არის არსებული წყაროს კონტაქტები, ან საკარანტინო სივრცეში არსებული პირები, რომლებიც პაციენტებად გადაიქცევიან დადასტურების შემდეგ და ეს საკარანტინო სივრცე ძირითადად არის ამ არსებული წყაროებიდან შევსებული ადამიანები. ახალი წყარო არ არის და ვიმედოვნებთ, რომ ახალი წყარო არ გაგვიჩნდება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი