გიორგი გახარია: „მნიშვნელოვანია, ყველას ახსოვდეს, რამხელა წვლილი შეიტანა საქართველომ ქართველების სიცოცხლით, ფაშიზმზე გამარჯვებაში“
09-05-2020, 12:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

75 წელი გავიდა, როდესაც ამ პატარა ერმა 300 000 გმირი შეწირა ამ გამარჯვებას, მსოფლიოს ჯანსაღი ძალების გამარჯვებას ფაშიზმზე, დიდ ბოროტებაზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ვაკის პარკში, სადაც ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკო.

 

 

მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელოვანია, ყველას ახსოვდეს, რამხელა წვლილი შეიტანა საქართველომ ქართველების სიცოცხლით, ამ გამარჯვებაში.

 

 

„პატარა საქართველოსთვის 300 000 ახალგაზრდა ვაჟკაცის თუნდაც დიდი გამარჯვებისთვის შეწირვა მაინც ძალიან დიდი ტრაგედია და წვლილია. ამიტომ, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, პატივი მივაგოთ და ამასთან ერთად, ბევრს უნდა გავახსენოთ, ვისაც ავიწყდება, რამხელა წვლილი შეიტანა საქართველომ ქართველების სიცოცხლით, ამ გამარჯვებაში. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენც უნდა გვახსოვდეს და სხვებსაც ყოველთვის უნდა გავახსენოთ. პირველ რიგში, პატივი უნდა მივაგოთ მათ ხსოვნას, მაგრამ ამ ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ღვაწლმოსილი ვეტერანები, რომლებიც უკვე იმ ასაკში არიან, რომ მათზე ზრუნვა ჩვენი ყოველდღიური მოვალეობა უნდა იყოს. ამიტომ, პირველ რიგში, ვულოცავ მათ, სახელმწიფო მათზე ზრუნავს და ამას გააგრძელებს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი