თბილისის მერი N172 ბაგა-ბაღში პროდუქტების გაცემის პროცესს გაეცნო
11-05-2020, 15:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის საჯარო ბაღებში დედაქალაქის მერის ინიციატივით დაწყებული სოციალური პროექტის მესამე ეტაპი სრულდება. 

 

 

მთაწმინდის რაიონში მდებარე N172 ბაგა-ბაღში აღსაზრდელების ოჯახებისთვის პროდუქტების გადაცემის პროცესს თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრო და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახაბერ გვანცელაძესთან ერთად, აღსაზრდელების მშობლებს პროექტის შესახებ გაესაუბრა.   

 

 

„ამ რთულ ვითარებაში ჩვენი გადაწყვეტილება, რომ ბავშვები საკვების გარეშე არ დარჩენილიყვნენ, ძალიან მნიშვნელოვანია. აღნიშნული პროგრამით უკვე ბევრმა მშობელმა ისარგებლა. აქტიურობა ძალიან მაღალია, პროდუქტების გაცემის უკვე მესამე ეტაპი მიმდინარეობს. ჩვენ არ ვჩერდებით. მომდევნო დღეების განმავლობაშიც, იმ პერიოდამდე, სანამ ზოგადად მუშაობდა ხოლმე საბავშვო ბაგა-ბაღები, მშობლებისთვის ბავშვების სრული რაციონის გადაცემა გაგრძელდება. პროგრამა დაახლოებით, ივნისის ბოლომდე გასტანს, რაც ვფიქრობ, მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

 

 

თბილისის მერმა საბავშვო ბაგა-ბაღების თანამშრომლებს პროგრამაში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა. 

 

 

პროდუქტების გაცემა ბაღებში სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებში მიმდინარეობს, სადაც მომსახურე პერსონალის რაოდენობა შეზღუდულია, დაცულია სოციალური დისტანცია და ყველა სხვა აუცილებელი რეკომენდაციები სრულდება, რაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის არის განსაზღვრული.

 

 

მსოფლიო პანდემიის პირობებში, თბილისის საჯარო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 2 მარტიდან შეწყდა, საკვები პროდუქტების გაცემის პროექტი კი 19 მარტს დაიწყო.

 

 

დედაქალაქში ამჟამად, 181 ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს, რომელიც 61 000 აღსაზრდელს ემსახურება. სოციალური პროექტის ფარგლებში, საბავშვო ბაღებში კვებისთვის გათვალისწინებული პროდუქტების გარკვეული ნაწილი აღსაზრდელების ოჯახებს გადაეცემა. პროექტის თითოეული ეტაპის ღირებულება 1 800 000 ლარია.

 

 

N172-ე ბაგა-ბაღში კახა კალაძესთან ერთად, მერის მოადგილე ილია ელოშვილი იმყოფებოდა. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი