პრემიერ მინისტრმა ფოთში ისტორიული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა, სადაც მომავალი წლიდან საზღვაო აკადემია დაიწყებს ფუნქციონირებას
11-05-2020, 19:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მომავალი წლიდან ფოთში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალი გაიხსნება, რომელიც ქვეყნის ლოგისტიკურ ცენტრებს კომპეტენტური კადრებით მოამარაგებს, - ისტორიული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის გუბერნატორ ალექსანდრე მოწერელიასთან და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორ თამარ იოსელიანთან ერთად დაათვალიერა. სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და 9 თვეში დასრულდება.

 

 

საწყის ეტაპზე ის იქნება მხოლოდ პროფესიულ განათლებაზე ორიენტირებული მაღალი დონის სასწავლებელი, რომელიც ყველა საერთაშორისო სტანდარტს უპასუხებს და ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს, მოთხოვნადი, მაღალანაზღაურებადი პროფესია შეიძინონ.

 

 

პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, რომ გლობალური პანდემიით შექმნილი კრიზისის ფონზე, მსოფლიოში  გამწვავდა სამუშაო ადგილების პრობლემა. ამიტომ, მთავრობამ კიდევ უფრო მეტად უნდა შეუწყოს ხელი, ისეთ პროფესიულ განათლებას ისეთ სპეციალობებზე, რომლებზე მოთხოვნაც მაღალია.

 

 

1000 სტუდენტზე გათვლილი სასწავლებლის სამშენებლო ნაწილის ღირებულება 5 876 164 ლარია. უკვე მომზადებულია სასწავლო მოდულების ადაპტაციის პროექტი; პროფესორ-მასწავლებლების გადამზადების გეგმა; ასევე,  მიმდინარეობს მოლაპარაკებები GIZ-თან პროფესიული მოდულების და სილაბუსების შესაქმნელად. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი