თბილისის მერის მოადგილემ ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა
12-05-2020, 16:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერის მოადგილემ  ირაკლი ბენდელიანმა ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით მედიასთან განმარტება გააკეთა. 

 

 

ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ჭების ნიშნულზე წამოწევა, რის შემდეგაც ასფალტის საბოლოო ფენის დაგება დაიწყება.

 

 

„თქვენ იცით, რომ ჭავჭავაძის  გამზირზე მიწისქვეშა კომუნიკაციები მთლიანად შეიცვალა, ეს არის წყალი, წყალარინები, სანიაღვრე და ა.შ  ახალი ქსელის მოწყობის დროს ბუნებრივია მას სჭირდება ახალი ჭის სახურავები. როდესაც ქვედა ფენის ასფალტის საფარის დაგება ხდებოდა, იმის გამო, რომ მას მანქანით გადაადგილებისთვის დისკომფორტი არ შეექმნა და გზაზე არ ყოფილიყო ჭის სახურავები წამოწეული, მოხდა  მასზე ასფალტის ქვედა ფენის გადაგება, მაგრამ ყველა ჭის ნიშნული იყო მანამდე აღებული. ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია უკვე დასრულების ეტაპს უახლოვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა მიმდინარეობს სწორედ  ჭების ნიშნულზე წამოწევა, რის შემდეგაც მოხდება უკვე საბოლოო ფენის ასფალტის საფარის დაგება. ასევე, იცით, რომ რეაბილიტაციის ეტაპების მიხედვით იკეტებოდა  ჭავჭავაძის გამზირი, იმის გამო, რომ გადაადგილების მხრივ კოლაფსი არ მიგვეღო. რამდენიმე თარიღი იყო მერიის მხრიდან გაჟღერებული კონკრეტული ეტაპების გახსნასთან დაკავშირებით და სამუშაოების დასრულება  ზუსტად იმ თარიღებში ხდებოდა, რომელსაც  წინასწარ ვაანონსებდით“,- განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

 

 

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით კონკრეტული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციასაც გამოეხმაურა.

 

 

„მინდა, ზოგიერთ ტელევიზიას ვთხოვო , რა თქმა უნდა, ეს ყველას არ ეხება, რომ ინფორმაციას ცალმხრივად ნუ გააჟღერებთ  და ნუ შეიყვანთ მოსახლეობას  შეცდომაში. არასდროს გვაქვს  კომუნიკაციის პრობლემა, არცერთ მედია საშუალებასთან . ახლა  ჩვენ ჩაკეტილი გვაქვს ყიფშიძის ქუჩიდან ვაკის პარკის მიმართულებით მონაკვეთი, სადაც დაახლოებით 1 კვირაში მოძრაობა სრულად გაიხსნება. მინდა , კიდევ ერთხელ განვუმარტო მოსახლეობას, რომ არანაირი მილების ჩადება აქ არ დაგვიწყებია და უფრო მეტი სერიოზულობით თუ მიუდგებიან კონკრეტული ვიწრო პოლიტიკური ინტერესის მქონე ხალხი ამ საკითხს უკეთესი იქნება და თავი დაანებონ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას . ვინც ოდნავ მაინც ერკვევა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში, ეს პროცესი არავისთვის არ იქნება გასაკვირი“,- განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი