საკანონმდებლო ცვლილებით, 70 წელს გადაცილებული მოსახლეობისთვის პენსიის ზრდის უფრო მაღალი ინდექსი წესდება
13-05-2020, 10:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მთავრობამ პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებები წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, კონკრეტული წესი განისაზღვრა, რითაც პენსიის ოდენობა გამოითვლება.

 

 

პენსიის ოდენობა აისახება გაანგარიშებული შემდეგი წესით – 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის, ბოლო 12 თვის ინფლაციის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 20 ლარის ოდენობით; ასევე 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისთვის, ჯამით, რომელიც უდრის ბოლო 12 თვის ინფლაციის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულს დამატებული ბოლო ექვსი კვარტლის მშპ-ის რეალური ზრდის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულის 80 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 25 ლარის ოდენობით. ამასთან, პროექტი ითვალისწინებს, რომ აღნიშნული წესით გამოთვლილი პენსიის ოდენობა, მრგვალდება მეტობით, უახლოეს ხუთის ჯერად რიცხვამდე.

 

 

„პენსიის ახალი ინდექსაცია პენსიის ზრდის უფრო მაღალ ინდექსს გულისხმობს 70 წელს გადაცილებული მოსახლეობისთვის, ვიდრე 70 წლამდე საპენსიო ასაკის მოსახლეობისთვის. აღნიშნული გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ 70 წელს ზემოთ მოსახლეობა უფრო მეტად არის მოწყვლადი შემოსავლის დაკარგვის მიმართ და ასევე ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული ხარჯების გათვალისწინებით მეტ სოციალურ გარანტიებს საჭიროებენ.

 

 

70 წლამდე მოსახლეობისთვის პენსია გაიზრდება ინფლაციის შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ 20 ლარით, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერები ყოველწლიურად მიიღებენ გაზრდილ პენსიას, რომელიც აკომპენსირებს ინფლაციას სრულად, ამასთან დამატებით იზრდება ეკონომიკის რეალური ზრდის 80 პროცენტით.

 

 

ეს მიდგომა უზრუნველყოფს ერთი მხრივ, მინიმუმ პენსიის მსყიდველობითი უნარის შენარჩუნებას და ასევე გრძელვადიან პერიოდში დაცული იქნება ფისკალური პარამეტრები. პენსია ასევე დაცული იქნება მოკლევადიანი რეცესიის შემთხვევაში შემცირებისგან და ყველა პენსიონერი ყოველწლიურად მიიღებს პენსიის ზრდას წელიწადში მინიმუმ 20 ლარის ოდენობით 70 წლამდე მოსახლეობისათვის, ხოლო მინიმუმ 25 ლარით 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისათვის. გასათვალისწინებელია, რომ მიზნობრივი ინფლაცია სამი პროცენტის ფარგლებშია, ხოლო პენსია მინიმუმ 20 ლარით გაიზრდება პენსიონერებისათვის ყოველწლიურად“, – წერია კანონპროექტში.

 

 

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.

 

კომენტარები: 1
#1   beso
      
ეგ ყველაფერი გასაგებია მაგრამ პირველი ჯგუფის აბსოლუტურად უუნარო მოქალაქეებს რა ეშველებათ? რომელი ჯობია ჯანმრთელი 71 წლის თუ უუნარო და ფიზიკურად დავარდნილი ან გონებრივად ჩამორჩენილი ადამიანის მეტი თანხით დახმარება?
17 მაი 2020 02:42
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი