„პატარა ქვეყნის დიდი ძალისხმევა: როგორ გახდა საქართველო სამაგალითო COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში“- ავსტრიის პრესის სააგენტო (APA) საქართველოზე სტატიას აქვეყნებს
13-05-2020, 10:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„პატარა ქვეყნის დიდი ძალისხმევა: როგორ გახდა საქართველო სამაგალითო COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში“- ამ სათაურით აქვეყნებს ავსტრიის პრესის სააგენტო (APA) სტატიას სადაც ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინტერვიუზე დაყრდნობით დეტალურადაა განხილული ის ნაბიჯები, რომლებიც ქვეყანამ პანდემიის შეჩერების მიზნით გადადგა.

 

 

სტატიაში ხაზგასმულია, რომ საქართველომ არა მხოლოდ დროულად გაითვალისწინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები, არამედ ვირუსთან ბრძოლის საკუთარი სტრატეგია შეიმუშავა, რომელიც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ქვეყნის მასშტაბით ვირუსის გავრცელების შესამცირებლად.

 

 

„იანვრის დასაწყისშივე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტროს მხრიდან გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები შესაძლო ეპიდემიის შეჩერებისა და მართვის მიზნით. აეროპორტებში და სახმელეთო საზღვრებზე დაიწყო საინფორმაციო კამპანია. მგზავრები ქვეყანაში შემოსვლისთანავე იღებდნენ ინფორმაციას, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში. მალევე საზღვრებზე დაიწყო თერმული სკრინინგიც. გარდა ამისა, რისკის ქვეყნებიდან შემოსული მგზავრები, დაკვირვების მიზნით, პირდაპირ საკარანტინე ზონებში გადაჰყავდათ" - აღნიშნულია სტატიაში. 

 

 

გამოცემა ხაზს უსვამს, რომ საქართველომ ვირუსთან ბრძოლის მიზნით ყველა საჭირო რესურსი გამოიყენა და დამატებით,COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით სპეციალური აპლიკაცია „Stop COVID“ დანერგა, რომელიც მოსახლეობისთვის ინფიცირებულ პირთან შესაძლო კონტაქტის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ემსახურება.

 

 

„ჯერ არ არსებობს იმის მოლოდინი, რომ ახალი კორონავირუსი საქართველოში, ან სხვა ქვეყნებში სრულად გაქრება. ამიტომ მნიშვნელოვანია, თითოეულმა სახელმწიფომ და მოქალაქემ ვისწავლოთ ამ ვირუსთან თანაცხოვრება, რათა ეს პროცესი ვაქცინის და უფრო ეფექტური მკურნალობის დანერგვამდე სწორად მართული და უსაფრთხო იყოს“, – აღნიშნავს ეკატერინე ტიკარაძე გამოცემასთან.

 

 

სტატიის დასასრულს, ნათქვამია, რომ „სწრაფი და ეფექტური ნაბიჯები პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს ერთ-ერთ სამაგალითო ქვეყანად წარმოაჩენს, რამაც თვალსაჩინო გახადა, რომ კრიზისულ ვითარებაში არა მხოლოდ ქვეყნის რესურსია მნიშვნელოვანი, არამედ მისი ეფექტური და დროული მენეჯმენტი.“

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი