თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ხუთივე ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო ცნობილია. მისივე თქმით, პაციენტები საკარანტინო სივრციდან არიან.
„გუშინ დილის მონაცემებით გვყავდა 647 დადასტურებული შემთხვევა. დაგვემატა მხოლოდ ხუთი და ამ ეტაპზე გვყავს 652 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებულების ციფრი იყო 372 და 11 შეემატა და ახლა არის 383.
ეს ხუთივე პაციენტი არის ცნობილი წყაროდან. ესენი იყვნენ ყველანი საკარანტინო სივრცეში და იქიდან არიან გადაყვანილები სხვადასხვა კლინიკაში. ჩვენთან ამ ხუთი პაციენტიდან არც ერთი არ არის შემოყვანილი“,- განაცხად ეზუგბაიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.