ტყის ეროვნული აღრიცხვის სამუშაოები, ქვეყნის ოთხ რეგიონში მაისის მეორე ნახევრიდან დაიწყება
14-05-2020, 19:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ტყის ეროვნული აღრიცხვის საველე სამუშაოების განხორციელებას, ქვეყნის ოთხ რეგიონში - სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთში, ტენდერში გამარჯვებული სამი კომპანია მაისის მეორე ნახევრიდან დაიწყებს. ტყის მახასიათებლებზე მონაცემები შეგროვდება 1078 კლასტერზე (ერთი კლასტერი განსაზღვრული ზოლია, რომელიც სამ სანიმუშო ანუ საცდელ წერტილს მოიცავს).  დასაქმდება 48 ადამიანი, მათ შორის, 24 მეტყევე სპეციალისტი და 24 სტუდენტი.  ტყის ეროვნულ აღრიცხვას კოორდინაციას  ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტი უწევს. პარალელურად, მიმდინარეობს მუშაობა ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბებაზე. 

 

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გერმანიის მთავრობის დახმარებით (GIZ) საქართველოს ტყის ეროვნული აღრიცხვა 2018 წელს დაიწყო.  

 

 

საქართველოს ტყის ეროვნული აღრიცხვის მიზნებია:

 

  • ტყის ხარისხობრივი და რაოდენობრივი  მახასიათებლების დადგენა ქვეყნის მასშტაბით;

 

  • ტყის მახასიათებლებზე უწყვეტი მონიტორინგისთვის ქსელის დაარსება;

 

  • კვლევების ხელშეწყობა  და კვლევითი ინსტიტუტების გაძლიერება;

 

  • ანგარიშგება ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე;

 

  • პოლიტიკური და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიმღებ პირთა სარწმუნო ინფორმაციით უზრუნველყოფა.

 

საქართველოს მასშტაბით, სულ განისაზღვრა 2020 კლასტერი, რომლებიც გადანაწილებულია რეგიონების მიხედვით.

 


2019 წელს, ტყის ეროვნული აღრიცხვის საველე სამუშაოები მცხეთა-მთიანეთში, გურიასა და აჭარაში განხორციელდა.  ტყის მახასიათებლებზე მონაცემების შეგროვება მოხდა 441 კლასტერზე. დასაქმდა 20 ადამიანი, მათ შორის, 10 მეტყევე სპეციალისტი და 10 სტუდენტი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი