ლევან რატიანი: „იმედი მაქვს, პირველი ივნისიდან შევწყვეტთ კოვიდთან ბრძოლას და გადავალთ ჩვეულებრივ რეჟიმში“
15-05-2020, 12:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკას დაახლოებით შვიდი დღეა, კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტი არ მიუღია. 

 

 

„ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 47 პაციენტი. აქედან კოვიდინფიცირებულია 38 შემთხვევა. დღეს კლინიკიდან ეწერება ერთი პაციენტი. ველოდებით რამდენიმე პასუხს და ალბათ დღის მეორე ნახევარში დაგვემატება ოთხი გამოჯანმრთელებული.

 

 

დაახლოებით ექვსი-შვიდი დღეა, ახალი შემთხვევა ჩვენს კლინიკას არ მიუღია. რეანიმაციაში ორი პაციენტი რჩება, ერთის მდგომარეობა სტაბილურია. შეფასდება მისი სომატური მდგომარეობა. სავარაუდოდ დღის მეორე ნახევარში გაეწერება სახლში, შინ მოვლის პირობებში. ერთი პაციენტი, რომელიც რეანიმაციაშია, რჩება მძიმე, მაგრამ ამ ეტაპზე მართვადია. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. აქედან ორი ქალბატონი არის ორსული. როგორც ნაყოფის, ასევე ქალბატონების მდგომარეობა სტაბილურია. ველოდებით გამოჯანმრთელებაზე პირველად პასუხებს“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

 

 

რატიანი იმედოვნებს, რომ კლინიკა პირველი ივნისიდან კოვიდთან ბრძოლას შეწყვეტს.

 

 

„125-მა კლინიკა დატოვა. იმედია, გაგრძელდება ასე. კლინიკაში პაციენტები გადანაწილებულია ორ სართულზე, შემჭიდროვებულად. დღეს მთავრდება 15 დღე მედპერსონალის, რომელთაც მკაცრი კარანტინში იყვნენ. მათ არც ერთს არ დაუდასტურდა კორონავირუსი. ეს პირები დატოვებენ კლინიკას 14 დღით. ახლა შემოსულია ახალი ბრიგადა. იმედია, რომ ამ ეტაპისთვის ბოლო იქნება. ვიმედოვნებთ, რომ პირველი ივნისიდან კლინიკა კოვიდთან ბრძოლას შეწყვეტს და გადავალთ ჩვეულებრივ რეჟიმში. როგორც მე, ასევე მთელ საქართველოს ეს ძალიან გვინდა“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი