ვაკის რაიონში, ნუცუბიძის IV მიკრორაიონის N22 კორპუსთან დასასვენებელი სივრცის და სპორტული მოედნის მოწყობა მიმდინარეობს
15-05-2020, 15:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში და მიმდინარე წლის გეგმის გათვალისწინებით, ნუცუბიძის IV მიკრორაიონის N22 კორპუსის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცის და კომბინირებული სპორტული მოედნის მოწყობა მიმდინარეობს. 

 

 

სტადიონზე ეწყობა ახალი საფარი, ღობეები, დამონტაჟდება კარები და ფარები. დასასვენებელ სივრცეში კი, განთავსდება საბავშვო-გასართობი მოედანი სხვადასხვა ატრაქციონით. დამონტაჟდება სხვა შესაბამისი ურბანული ავეჯი, მოეწყობა განათების ქსელი და დაირგვება მცენარეები. 

 

 

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე გაეცნო.   

 

 

„ვაკის რაიონში აქტიურ რეჟიმში გრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტების წარმოება, მათ შორის სპორტული მოედნების და სკვერების განახლება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ყველა დასასვენებელ და სპორტულ სივრცეში განთავსდება ახალი ინფრასტრუქტურა, სკვერები განათდება და გამწვანდება, რაც ზაფხულში კომფორტულ პირობებს შექმნის ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის“, - განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ.

 

 

დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება დაახლოებით, 100 000 ლარს, ხოლო სპორტული მოედნის მოწყობის პროექტი, დაახლოებით 45 000 ლარს შეადგენს. 

 

 

სულ, ამ ეტაპზე, ვაკის რაიონში ექვსი სპორტული მოედნის და ექვსი დასასვენებელი სივრცის განახლება მიმდინარეობს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი