საბურთალოს რაიონში, ნესტან-დარეჯანის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია სრულდება
16-05-2020, 11:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საბურთალოს რაიონში, ნესტან-დარეჯანის ქუჩის და მიმდებარე ტერიტორიების მოწესრიგება სრულდება.

 

 

ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, ჯამში, 11 864 კვ.მ ფართობზე გრუნტის გზის ნაცვლად, ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება. ასევე, მოეწყო  556 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელი და დიდ დიღომსა და სოფელ დიღომს შორის დამაკავშირებელი ახალი ხიდი.

 

 

მიმდინარე პროცესს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე  გაეცნენ.

 

 

„დიდ დიღომში, მასშტაბურ პროექტს ვახორციელებთ. ეს არის ნესტან- დარეჯანის ქუჩა, რომელიც დიდ დიღომსა და სოფელ დიღომს აკავშირებს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მიმდებარე ტერიტორიებიც მოვაწესრიგეთ და სოფელ დიღომთან ახალი დამაკავშირებელი ხიდი მოვაწყვეთ, რაც მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პროექტის დასრულებს შემდეგ, როგორც ქუჩის მცხოვრებლები, ასევე დიდი დიღმის და სოფელ დიღმის მოსახლეობაც კომფორტულად შეძლებს გადაადგილებას“ , - განაცხადა საბურთალოს გამგებელმა.

 

 

სამუშაოებს გამგეობის დაკვეთით, შპს „ლ. ენდ ლ“ აწარმოებს. აღნიშნული პროექტებისთვის კი ბიუჯეტიდან 1 005 940 ლარია გამოყოფილი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი