აზერბაიჯანსა და უნგრეთში საქართველოს საელჩოების ძალისხმევით, საქართველოს რამდენიმე ათეული მოქალაქე სამშობლოში ბრუნდება
16-05-2020, 13:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აზერბაიჯანსა და უნგრეთში საქართველოს საელჩები, საკოორდინაციო საბჭოს მითითებით და საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატთან კოორდინაციით, განაგრძობენ აქტიურ მუშაობას საქართველოს მოქალაქეთა სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნების ხელშეწყობის მიზნით.
 


კერძოდ, აზერბაიჯანის შესაბამის სტრუქტურებთან კოორდინაციითა და შეთანხმებით, საქართველოს საელჩომ
15 მაისს, ორგანიზება გაუწია საქართველოს მოქალაქეთა 50 კაციანი ჯგუფის სამშობლოში დაბრუნების პროცესს სახმელეთო გზით.
 


აღნიშნული ჯგუფის შემადგენლობაში არიან: არასრულწლოვანი, ასაკოვანი, ფეხმძიმე, მძიმე ქრონიკული დაავადებების მქონე და საელჩოს მიერ თავშესაფრით უზრუნველყოფილი პირები.
 
 
ასევე, 15 მაისს, უნგრეთში საქართველოს საელჩომ უზრუნველყო ხორვატიის რესპუბლიკიდან უნგრეთის ტერიტორიაზე საქართველოს 6 მოქალაქის გადმოყვანა,რომლებიც COVID-19 -ის პანდემიით გამოწვეული ვითარების გამო, ვერ ახერხებდნენ სამშობლოში დაბრუნებას.
დღესვე, ჩვენი თანამემამულეები, უნგრეთში მყოფ საქართველოს დანარჩენ მოქალაქეებთან ერთად, ბუდაპეშტიდან (მინსკის გავლით) ერევანში გაემგზავრებიან, საიდანაც, სამშობლოში  მათ ორგანიზებულ დაბრუნებას უზრუნველყოფენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.
 


2020 წლის 15 მაისის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 20,302 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში - მთავრობის ხელშეწყობით - საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისების, სახმელეთო და საზღვაო გზებით, ორგანიზებულად დაბრუნდა 11,046 მოქალაქე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი