თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ჭანტურიას ქუჩაზე და ჭავჭავაძის გამზირის ყიფშიძის ქუჩიდან ვაკის პარკამდე არსებულ მონაკვეთზე საავტომობილო გადაადგილება თავისუფალია
17-05-2020, 20:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა დაასრულა მარჯვენა სანაპიროს მონაკვეთის (იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან მარი ბროსეს ქუჩის კვეთამდე) რეაბილიტაცია.

 


თბილისის მერიის ცნობით, რეაბილიტაციის ფარგლებში გამოიცვალა გაზმომარაგების ქსელი, დაზიანებული ფილები და გვერდმიმღები ჭები. დაიგო ასფალტის საფარი 14 500 კვ.მ ფართობზე. სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანია „ჯიარჯიმ“ განახორციელა. დედაქალაქის ბიუჯეტიდან კი, 1 130 000 ლარი დაიხარჯა.

 


თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ საავტომობილო მოძრაობა აღდგა ჭანტურიას ქუჩაზეც, სადაც გზის რეაბილიტაცია განხორციელდა. აღნიშნულ მონაკვეთზე გაუქმდა ძველი თბოქსელი, ჩატარდა მიწის სამუშაოები და დაიგო ასფალტის საფარი, როგორც სავალ ნაწილზე, ასევე ტროტუარზე, სულ 2 500 კვ.მ ფართობზე.

 


ასევე, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, დასრულდა ასფალტის ქვედა ფენის დაგება ყიფშიძის ქუჩიდან ვაკის პარკამდე არსებულ მონაკვეთზე. შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალებები თავისუფლად გადაადგილდებიან.

 


„პარალელურად, მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები ასფალტის საფარის მეორე ფენის დასაგებად ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე არსებულ მონაკვეთში.

 


საერთო ჯამში, ჭავჭავაძის გამზირზე ასფალტის საფარი 60 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგება“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი