[ვიდეო] „ბატონო პრეზიდენტო, მოგვენატრეთ“ - სააკაშვილი კახეთის 7 კლინიკის ხელმძღვანელებს და მედპერსონალს ესაუბრა
18-05-2020, 10:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მეგობრების დახმარებით მოვიძიეთ სახსრები და საქართველოში გავაგზავნეთ 1000 მედპერსონალისთვის COVID19-ისგან დამცავი ეკიპირება. ეს არის კომბინიზონი, ბახილები, სახის დამცავი ფარი და ასევე დამატებით ნიღბები. ეს ყველაფერი დარიგდა უკვე ზუგდიდის, ბათუმის, ქუთაისის, თბილისის კლინიკებში და ახლა უკვე ორშაბათიდან რიგდება კახეთის რეგიონის კლინიკებში.

 

 

 

 

სამწუხაროა, რომ ზოგიერთ ადგილას ექიმებს ამაზე ათქმევინეს უარი, დამცავი ეკიპირების მიღებაზე იმ საბაბით, რომ მათ ყველაფერი ისედაც აქვთ. ჯერ ერთი, თუ აქვთ ძალიან კარგი, მაგრამ ზედმეტი არასდროს არ არის, იმიტომ რომ საუბარია მრავალთვიანი ბრძოლის პროცესზე, რომელიც წინ გვიდევს. მაგრამ გასაგებია, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკური მოტივებით იყო განპირობებული და ძალიან ვწუხვარ, რომ აქაც გაურიეს პოლიტიკა. ასეა თუ ისე, ათასმა კომპლექტმა თავისი პატრონი იპოვა და ეს მე ძალიან მახარებს. დღეს საღამოს ჩავერთე ზუმით კახეთის შვიდი კლინიკის ხელმძღვანელებს და მათ მედპერსონალს და მოვუყევი მათ ამ ჩემი ინიციატივის შესახებ და მათგან უშუალოდ მივიღე დავალებები შემდგომი დახმარების აუცილებლობის შესახებ“, აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე, მიხეილ სააკაშვილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი