გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინააღმდეგ საიას სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა
18-05-2020, 15:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საკონსტიტუციო სასამართლომ განსახილველად არ მიიღო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კონსტიტუციური სარჩელი. აღნიშნული სარჩელით საია მთავრობის იმ დადგენილების გაუქმებას მოითხოვდა,  რომლითაც გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საჯარო განხილვების ჩატარება, საგანგებო მდგომარეობის გამო, დროებით შეიზღუდა. სასამართლომ დააფიქსირა, რომ  სარჩელი  დაუსაბუთებელია. 

 

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განცხადებით, სასამართლომ მოსარჩელე მხარეს განუმარტა, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა შესაძლოა განხორციელდეს სხვადასხვა ფორმით, მათ შორის, საკუთარი პოზიციის წერილობით ან/და სხვადასხვა ტექნიკური საშუალებით წარდგენის გზით.  

 

 

„მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი ნებართვის გაცემის დროს არ დარღვეულა საჯაროობის და გამჭვირვალობის პრინციპი და მხოლოდ საზოგადოების ჩართულობის ფორმა შეიცვალა პანდემიით შექმნილ ვითარებაში ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საქართველოს მთავრობას უჩივლა საჯარო განხილვების ჩატარების და საზოგადოების თავშეყრის დროებით შეზღუდვის გამო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის სამწუხარო და მიუღებელია მსგავსი დაუსაბუთებელი ბრალდებები როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, ისე  გარემოსდამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. სამწუხარო და მიუღებელია მათ მიერ უსამართლო და ცილისმწამებლური განცხადებების გავრცელება მედიისა და სოციალური ქსელების საშუალებით. გარემოს დაცვის სფეროში არაერთი მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმის უმთავრესი მიზანი, ევროპული სტანდარტების დამკვიდრება, საზოგადოების ჩართულობის გაზრდა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაა”, - აღნიშნა  ნინო თანდილაშვილმა. 

 

 

მინისტრის მოადგილის განცხადებით, პანდემიით შექმნილი საგანგებო ვითარების მიუხედავად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით და შესაბამისი სამსახურების ძალისხმევით, გარკვეული მიმართულებების ეკონომიკური საქმიანობები და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება არ  შეფერხებულა. შესაბამისად, მუშაობა გრძელდება აღნიშნული საქმიანობებისა და პროექტებისთვის ნებართვების გაცემის მიმართულებითაც, რომელსაც, რიგ შემთხვევებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახორციელებს.

 

 

„პანდემიის დროს სოციალური დისტანციის დაცვის აუცილებლობის პირობებში, ვერ ხერხდება საჯარო განხილვების ჩატარება, შესაბამისად, დაინტერესებული საზოგადოებისათვის დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით, სამინისტრო მის ხელთ არსებულ ყველა სხვა საშუალებას იყენებს. მათ შორის, სამინისტროში წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან ერთად, სამინისტროს ვებგვერდზე დამატებით ატვირთულია საზოგადოებისთვის გასაგებ ენაზე შედგენილი მოკლე პრეზენტაციია, რომელიც ეგზავნება შესაბამის მუნიციპალიტეტებსაც და ხელმისაწვდომია საზოგადოების ნებისმიერი წარმომადგენლისთვის, როგორც ელექტრონულად, ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში, მატერიალური ფორმით. ამასთანავე, ინფორმაციის განთავსება ხდება შესაბამის მუნიციპალიტეტებში სასურსათო მაღაზიებთან, სააფთიაქო ქსელებთან და სამედიცინო დაწესებულებებთან. აღნიშნულ პერიოდში, აღნიშნული სქემით მუშაობის პირობებში, სამინისტრომ საზოგადოების წარმომადგენლების არაერთი  კონკრეტული შენიშვნა/მოსაზრება გაითვალისწინა გადაწყვეტილების მიღების დროს”, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი