იუსტიციის სახლებში სააღსრულებო სერვისები დღეიდან ისევ ხელმისაწვდომია
18-05-2020, 16:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისები იუსტიციის სახლებში 18 მაისიდან ხელმისაწვდომი იქნება წინასწარი დაჯავშნის პრინციპით, – ინფორმაციას აღსრულების ეროვნული ბიურო ავრცელებს.

 

 

მათივე ცნობით, მოქალაქეებს, აღსრულების ეროვნულ ბიუროში დოკუმენტაციის ელექტრონული ფორმით გაგზავნის პარალელურად, შესაძლებლობა ექნებათ, განცხადებები და დოკუმენტები იუსტიციის სახლში მატერიალური ფორმით წარადგინონ.

 

 

„მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ იუსტიციის სახლში აღსრულების ბიუროს სერვისის მიღება მხოლოდ ვიზიტის წინასწარ დაჯავშნის შემთხვევაშია შესაძლებელი“, – აღნიშნავენ აღსრულების ბიუროში.

 

 

სერვისის მისაღებად პირმა პორტალზე my.gov.ge:

 

 

• უნდა აირჩიოს იუსტიციის სახლში ვიზიტის დაჯავშნა;

 

 

• საკონტაქტო ინფორმაციის შევსების შემდეგ, მომსახურების ტიპში უნდა მიუთითოს აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისებზე განცხადებების მიღება;

 

 

• კალენდარში მონიშნოს იუსტიციის სახლის ფილიალში ვიზიტის თარიღი, რის შემდეგაც მიუვა მოკლე ტექსტური შეტყობინება, სადაც აღნიშნული იქნება ვიზიტის თარიღი, ადგილი და დრო; ასევე, მომსახურების ერთჯერადი კოდი, რომელიც იუსტიციის სახლში მისულმა მომხმარებელმა მომსახურების მიღებამდე უნდა წარადგინოს.

 

 

როგორც აღსრულების ბიუროში აცხადებენ, იუსტიციის სახლში ვიზიტისთვის აუცილებელია, რომ მომხმარებელს ეკეთოს პირბადე; ფილიალებში არ დაიშვებიან ბავშვები და მომხმარებლის თანხმლები პირები.

 

 

„ამავდროულად, აღსრულების ეროვნული ბიურო კვლავ განაგრძობს სერვისების გაცემასა და სააღსრულებო წარმოების დაწყებას ელექტრონული ფორმით მიღებული დოკუმენტაციის საშუალებით. დოკუმენტაციის ასლების რეგისტრაცია ხდება ელექტრონული ფოსტის – info@nbe.gov.ge ან მოქალაქეთა პორტალის – my.gov.ge საშუალებით. დოკუმენტაციის ელექტრონული ფორმით რეგისტრაციის შემთხვევაში, კრედიტორი ვალდებულია, დოკუმენტაციის დედნები წარმოადგინოს საგანგებო მდგომარეობის გაუქმებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 032 2 749 649“, – აღნიშნულია აღსრულების ბიუროს ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი