გიორგი გახარია: „შეცდომა არ უნდა დავუშვათ - ჩვენი წარმატების ფასი იქნება ნული, თუ გაუაზრებელი, სწრაფი, შეზღუდვების ერთბაშად მოხსნით ქვეყანას, თითოეულ მოქალაქეს და ეკონომიკას რისკის ქვეშ დავაყენებთ“
19-05-2020, 19:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენი წარმატების ფასი იქნება ნული იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი გაუაზრებელი სწრაფი, ყოვლისმომცველი შეზღუდვების ერთბაშად მოხსნით ქვეყანას, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს და ქვეყნის შემდგომ ეკონომიკური აღორძინების საქმეს დავაყენებთ რისკის ქვეშ. ამიტომ, ჩვენ ეს შეზღუდვები გვჭიდება, მაგრამ ამავე დროს ჩვენ არ გვჭირდება საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი, - განუცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს.
 


პრემიერის თქმით, ამიტომ, მთავრობამ მიმართა პარლამენტს, რათა ეს შეზღუდვები იყოს გონივრული, ეფექტური და კონკრეტულ მიზნებზე მიმართული. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ქვეყანაში უნდა გაგრძელდეს საკონსტიტუციო პროცესი და ქვეყანამ უნდა მიიღოს ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც არჩევნების კონტექსტში ყველას სჭირდება.


 
„ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დღეს ჩვენგან მოითხოვს გარკვეული შეზღუდვების შენარჩუნებას. არ დაგავიწყდეთ მეგობრებო, რომ ბევრ ევროპის ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ივლისამდე, სექტემბრამდე არის გაგრძელებული. ჩვენ სხვებთან შედარებით covid-19-ის რისკებს ვმართავთ ეფექტურად, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ეკონომიკის ამოქმედების  გარკვეული ნაბიჯები გადავდგათ, რისთვისაც ჩვენ უკვე მზად ვართ და რაც უკვე განვაცხადეთ, მაგრამ არავინ იფიქროთ, რომ ჩვენ ან მსოფლიომ კოვიდი დაამარცხა - არა. არავინ იფიქროს, რომ ჩვენ ეკონომიკური კრიზისიდან უკვე გამოვედით ან უკვე რაღაც კონკრეტული ჰორიზონტები გვაქვს, რომ ეს კრიზისი დამარცხებულია. ეს შეცდომა არ უნდა დავუშვათ. ჩვენ ერთი რამე უნდა გვესმოდეს - ჩვენი წარმატების ფასი იქნება ნული იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი გაუაზრებელი სწრაფი, ყოვლისმომცველი შეზღუდვების ერთბაშად მოხსნით ქვეყანას, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს და ქვეყნის შემდგომ ეკონომიკური აღორძინების საქმეს დავაყენებთ რისკის ქვეშ. ამიტომ, ჩვენ ეს შეზღუდვები გვჭიდება, მაგრამ ამავე დროს ჩვენ არ გვჭირდება საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი. ამიტომ, ჩვენ მივმართეთ პარლამენტს, რომ ეს შეზღუდვები იყოს გონივრული, ეფექტური და კონკრეტულ მიზნებზე მიმართული. გარდა ამისა, არ დაგავიწყდეთ, რომ ქვეყანაში უნდა გაგრძელდეს საკონსტიტუციო პროცესი და ქვეყანამ უნდა მიიღოს ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც  ჩვენ ყველას გვჭირდება არჩევნების კონტექსტში. ამიტომ, ყველამ კარგად იცის, რომ დღეს მთავრობა ცდილობს და ეფექტურად პოულობს იმ ბალანსს, რომელიც არის ეპიდემიის რისკების მართვა, ეკონომიკური აღორძინება და ცოცხალი პოლიტიკური პროცესის შენარჩუნება", - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი