თბილისის მერის მეხუთე მოადგილე ანდრია ბასილაია იქნება
20-05-2020, 11:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერის, კახა კალაძის გადაწყვეტილებით, მისი მეხუთე მოადგილე ანდრია ბასილაია იქნება. 

 

 

როგორც დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რამდენიმე დღის წინ სოფიო ხუნწარიამ საკუთარი განცხადების საფუძველზე, მერის მოადგილის თანამდებობა დატოვა. 

 

 

„მინდა, სოფიო ხუნწარიას დიდი მადლობა გადავუხადო. მან საკუთარი განცხადების საფუძლევზე, თანამდებობა დატოვა. ის პირველივე დღიდან ჩვენი გუნდის წევრი იყო და დედაქალაქში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი იქნა განხორციელებული. ნამდვილად მეამაყებოდა საახალწლო ღონისძიებებისა და „თბილისობის“ შემდეგ მიღებული კომპლიმენტები. ასევე, პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“, რომელიც ერთად წამოვიწყეთ და საკმაოდ წარმატებული იყო. მასში ფაქტობრივად, ყველა იყო ჩართული და ხელოვნების წარმომადგენლებს მიეცა შესაძლებლობა, საკუთარი პროფესიონალიზმი საზოგადოებისთვის ეჩვენებინათ. ეს ყველაფერი სოფიო ხუნწარიას დამსახურებაა. ნამდვილად გული მწყდება, რომ გვტოვებს. ის კერძო სექტორში გადადის და მინდა, წარმატებები ვუსურვო. ის ჩვენს გვერდით იქნება და ბევრ რამეში დაგვეხმარება“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

 

 

რაც შეეხება მის შემცვლელს, დედაქალაქის მერმა საკუთარი მოადგილის პოსტზე ანდრია ბასილაიას კანდიდატურა წარადგინა. 

 

 

„ანდრია ბასილაია 2017 წლიდან ჩვენი გუნდის წევრია. ანდრია სხხვადასხვა მნიშვნელოვან თანამდებობას იკავებდა. ის წარმატებული ახალგაზრდაა. პროფესიით ეკონომისტი/პოლიტოლოგია. დამთავრებული აქვს ნიუ იორკის წმინდა ლაურენსის უნივერსიტეტი, მანამდე კი ვესტჰაუნის სკოლა აშშ-ში. ის პროფესიონალი და უაღრესად პატიოსანი ადამიანია. მინდა, მას წარმატებები ვურსურვო. დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით, კიდევ ბევრ მნიშვნელოვან და ჩვენი ქალაქისთვის საკეთილდღეო პროექტს განვახორციელებთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ. 

 

 

ანდრია ბასილაია 2017 წლიდან თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების, ბოლო პერიოდში კი ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურს ხელმძღვანელობდა. ის 2002 წლიდან დღემდე, სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა. მათ შორის, 2004-2006 წლებში საქართველოს ეროვნული ბანკში უფროსი ეკონომისტი იყო; 2006-2008 წლებში შპს „მულტიპლექს სოლუშენის“ ფინანსური/გენერალური დირექტორის პოსტს იკავებდა; 2008-2010 წლებში შპს „გეოინკორის“ ფინანსურ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, 2010-2011 წლებში კი, შპს „ბრავო რექორდსის“ გენერალური დირექტორი იყო. 

 

 

ანდრია ბასილაია 2002 წლიდან ასევე, სხვადასხვა საერთაშორისო საზოგადოების წევრია. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი