თბილისი-რუსთავის მარშრუტზე თანამედროვე საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს
20-05-2020, 12:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

თბილისი-რუსთავის მარშრუტზე კომფორტული და მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაინიშნება და იქ მუნიციპალიტეტის მიერ ბოლო პერიოდში შესყიდული ახალი ავტობუსები იმოძრავებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

 


მისი თქმით, აღნიშნულ მარშრუტზე შესაბამისი ინტენსივობის საზოგადოებრივი ტრანსპორტითმგზავრთა არსებული ნაკადის მომსახურებაშესაძლებელი გახდება, რაც წლების განმავლობაში გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენდა.

 


კახა კალაძემ ზუსტი მარშრუტის, საწყისი და საბოლოო წერტილების, ასევე, გაჩერებების იდენტიფიცირებისა და დამუშავების პროცესის დაწყება მერის მოადგილე მაია ბითაძეს დაავალა.

 


„ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სატრანსპორტო პოლიტიკა. საზოგადოებამ კარგად იცის ჩვენი მიდგომები იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს ყველაზე მოწესრიგებული, სწრაფი და კომფორტული. ჩვენ კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით ამ მიმართულებით, დავიწყეთ ავტობუსების პარკის განახლება, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იყო. წლის ბოლომდე ე.წ. ყვითელი ავტობუსები მთლიანად იქნება ჩანაცვლებული, რადგან მათ ყველანაირი რესურსი ამოწურეს. ამ რეფორმაში აზიის განვითარების ბანკიგვეხმარება, რომელიც მთელი ქალაქის მასშტაბით, ტრანსპორტის განვითარების გენერალურ გეგმასამუშავებს, რათა ვიცოდეთ კავშირები, ქსელები, ველობილიკები, ახალი გზები, ხიდები. გარდა ამისა, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი გვეხმარება, რომ ავტობუსების ქსელები და მიმართულებები იყოს შემუშავებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. აღნიშნული კვლევების ფარგლებში, ვმუშაობდით იმაზე, რომ თბილისთან ახლოს მყოფი ქალაქები მოგვეკვლია და მასთან კავშირები განგვესაზღვრა. ერთ-ერთი ასეთია თბილისი-რუსთავის კავშირი, რომელიც საკმაოდ დატვირთულია. დღის განმავლობაში, ამ მიმართულებით, 30 000 ადამიანი გადაადგილდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 


მისივე თქმით, თბილისი-რუსთავის მარშრუტზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის დანიშვნის შესახებ დედაქალაქის მერიაში არაერთი მოთხოვნა შედის.

 


„ბევრი წერილი შემოდის ახალგაზრდების მხრიდან, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობა თბილისი-რუსთავის გზაზე სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს იმ ადამიანებისთვის, ვისაც ყოველდღიურად უწევს თბილისიდან რუსთავში ჩამოსვლა და პირიქით, რუსთავიდან თბილისში გადაადგილება. მინდა, მაია ბითაძეს დავავალო, ძალიან სწრაფად იქნეს წარმოდგენილი სრულყოფილი გეგმა და წერტილები, საიდან უნდა მოხდეს ავტობუსების გასვლა რუსთავის მიმართულებით. დედაქალაქის მერია აიღებს ამ პასუხისმგებლობას და თბილისი-რუსთავის მარშრუტზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი - განახლებული, ახალი ავტობუსებიიმოძრავებს, როგორიც თბილისის მოსახლეობასემსახურება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 


დედაქალაქის მერი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების პარკის განახლების გეგმას კიდევ ერთხელ შეეხო და შესყიდვების პროცესის შეფერხების მიზეზები განმარტა.

 


„შესყიდვები დაწყებული გვაქვს და ახლა ველოდებით12-მეტრიან ავტობუსებს, რომელიც დედაქალაქში შემოსვლას მალე დაიწყებს. გარდა ამისა, უახლოეს მომავალში, ვაპირებთ კიდევ 100 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვას და შემდეგი იქნება უკვე 18-მეტრიანი 200 ერთეული ავტობუსის შესყიდვა. ყველა ამ ღონისძიებით მოწესრიგდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი და იქნება ისეთი, როგორც არასდროს. ჩვენ ვიქნებით ის ადამიანები, ვინც შეძლებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრულად მოწესრიგებას. გარდა ამისა, მიკროავტობუსების ჩანაცვლება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს გადაწყვეტილებაც მიღებული იყო და პანდემიასთან დაკავშირებული სიტუაციის გამო, ტენდერი დროებით შევაჩერეთ. მიკროავტობუსების შესყიდვის პროცესი აუცილებლად განახლდება და მიკროავტობუსებიც იქნება მოწესრიგებული. ამ პროექტების განხორციელების პარალელურად, ასევე, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ინფრასტრუქტურამოწესრიგდეს, შეიქმნას საავტობუსე ზოლები იმისთვის, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა შეფერხების გარეშე იმოძრაოს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი