გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, ნინო თანდილაშვილმა ტყის ახალი კოდექსი მესამე მოსმენით განსახილველად წარადგინა
20-05-2020, 16:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეს, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა ტყის ახალი კოდექსი მესამე მოსმენით განსახილველად წარადგინა.

 

 

კოდექსი სატყეო სექტორის რეფორმის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, რომელიც 6 წლიანი  სამუშაო პროცესის შედეგად მომზადდა ევროკავშირის,  მსოფლიო ბანკის და გერმანიის მთავრობის დახმარებით. კანონპროექტი, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გარდა, საქართველოს პარლამენტის მიერ 2013 წელს დამტკიცებულ ეროვნულ სატყეო კონცეფციას და სამთავრობო გეგმებს პასუხობს. ის ამკვიდრებს ტყის მდგრადი მართვის პრინციპებს. კანონპროექტის ავტორია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.  მასზე ძირითადად ქართველმა მეტყევე სპეციალისტებმა და იურისტებმა იმუშავეს. 

 

 

რამდენიმე დღეში პარლამენტში დაგეგმილ სესიაზე ტყის ახალი კოდექსის ფინალური, მესამე მოსმენა გაიმართება. 

 

 

კანონპროექტის მთავარი მიზანია მდგრადი და მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობის დამკვიდრება, ტყის ეკოსისტემების შენარჩუნება და დაცვა, სოციალური და ეკონომიკური სარგებლის გონივრული გამოყენება. აღნიშნულის მიზნით:  

 

 

1. შეიქმნება სატყეო მეურნეობები. ე.წ. ,,სოციალური ჭრა“ ეტაპობრივად შეიცვლება სატყეო მეურნეობების აღდგენით;  

 

 

2. სატყეო მეურნეობები და რეფორმა ხელს შეუწყობს ტყეების აღდგენას, მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლისა და ხანძარსაწინააღმდეგო ქმედებების ეფექტიანად განხორციელებას;

 

 

3. ტყის მართვაში სავალდებულო ხდება მეტყევისა და სატყეო საქმის სპეციალისტების მონაწილეობა. გაიზრდება რეგიონში დასაქმებულთა რაოდენობა. ხელი შეეწყობა რეგიონებში მიგრაციის პრობლემის მოგვარებას. მოგვარდება სატყეო დარგიდან პროფესიონალი კადრების გადინების პრობლემა. 

 

 

4. ტყიდან ფიჩხის, სოკოსა და სხვა არამერქნული პროდუქტების პირადი სარგებლობა უსასყიდლოდ განხორციელდება; 

 

 

5. მუნიციპალიტეტებში შეიქმნება საქმიანი ეზოები, შესაბამისად გაჩნდება ლეგალური წვდომა სამასალე და საშეშე მერქანზე, ეს ასევე ხელს შეუწყობს  რეგიონებში მოსახლეობის დასაქმებას; წახალისდება ენერგოეფექტური ქმედებები ბიომასის წარმოების ხელშეწყობის გზით. 

 

 

6. ინერგება  ტყეების მისი ფუნქციური დანიშნულების მიხედვით კატეგორიებად დაყოფის საერთაშორისო პრაქტიკა; შედეგად, გაიზრდება ტყეების მრავალფუნქციური გამოყენება, რაც ასევე გულისხმობს რეკრეაციული, ასევე ეკო-ტურისტული პოტენციალის ათვისებასა და განვითარებას. გარდა ამისა, ხელი შეეწყობა ტყის ეკოსისტემების დაცვას;

 

 

7. დასაშვები ხდება არამერქნული რესურსებით (ხილი, კენკრა, სამკურნალო მცენარეები...) სარგებლობა კომერციული დანიშნულებით, რაც გაზრდის სატყეო სექტორში დასაქმებასა და შემოსავლებს ბიუჯეტში. შედეგად, განვითარდება მცირე საწარმოები და გაიზრდება სოფლად მცხოვრებ პირთა შემოსავლები;  

 

 

8. ახალი კოდექსით უქმდება ტყის ფონდის ცნება და შემოდის FAO-სთან მისადაგებული ტყის განმარტება. იცვლება საკუთრების ფორმები. საქართველოს ტყე გააერთიანებს - სახელმწიფო, მუნიციპალურ და კერძო საკუთრებაში არსებულ ტყეებს და მათი რესურსების ერთობლიობას; ახალი განმარტება თავის მხრივ იწვევს ტყის კერძო საკუთრების ფორმის გაჩენასაც (ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული არ ითვალისწინებს ტყეების განკერძოებას, არამედ გარკვეული კერძო ნაკვეთები, მფლობელის სურვილის შემთხვევაში, შესაძლოა ტყის სტატუსის ქვეშ აღმოჩნდეს!).

 

 

9. უქმდება ხე-ტყის გრძელვადიანი ლიცენზიების გაცემის წესი და ტყის მიჩენის წესით სარგებლობა; 

 

 

10. მკვიდრდება საერთაშორისოდ აღიარებული ტყეების ეროვნული აღრიცხვის და ტყის საინფორმაციო ერთიანი სისტემა, რომელიც ქვეყანას დაეხმარება პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში და გამართული საერთაშორისო ანგარიშგების განხორციელებაში;

 

 

11. სავალდებულო ხდება ტყის მართვის 10 წლიანი გეგმების მიხედვით ტყით სარგებლობა, მოვლა და აღდგენა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი