პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო
21-05-2020, 13:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში პროფესიული განათლების მიღება ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია.

 

 

სახელმწიფო სრულად აფინანსებს სწავლას სახელმწიფო სასწავლებლებში და ნაწილობრივ კერძო კოლეჯებში, პრიორიტეტულ მიმართულებებზე.

 

 

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო და 10 აგვისტომდე გაგრძელდება მთელი საქართველოს მასშტაბით საჯარო და კერძო პროფესიული დაწესებულებები სტუდენტებს 120 პროფესიულ პროგრამაზე მიიღებენ.

 

 

მაღალია და მზარდია პროფესიული პროგრამების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი (არსებული მონაცემებით: 2016 - 56% 2017 - 60% 2018 - 62% )

წელს პირველად:

 

 

ცხრა კლასის განათლების მქონე პირები შეძლებენ სწავლა განაგრძონ ინტეგრირებულ პროგრამებზე 10 კოლეჯში და მიიღონ დიპლომი, რომელიც უთანაბრდება სრული ზოგადი განათლების ატესტატს.

 


შემუშავდა ჩარიცხვის ახალი მიდგომა, რომელიც ზრდის ახალგაზრდების, სოციალურად დაუცველი და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების პროფესიულ განათლებაზე წვდომას.

 


პროგრამებზე, რომელზეც არ დაფიქსირდება კონკურსი, აპლიკანტები ჩაირიცხებიან ეროვნული ტესტირების გარეშე, დაწესებულების შიდა შერჩევის გზით.

რეგისტრაციისთვის, კოლეჯების ჩამონათვალის და სხვა დამატებითი ინფორმაციის სანახავად იხილეთ ბმული www.vet.emis.ge

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი