მთავრობის სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) ფორმატში მომზადებული ტექნიკური რეგლამენტი მიიღეს
21-05-2020, 15:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეს, მთავრობის სხდომაზე განიხილეს და მიიღეს ელექტრო და ელექტორონული მოწყობილობების, ზეთების, საბურავების, ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის ტექნიკური რეგლამენტები, რომლებიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) ფორმატში მომზადდა. თითოეული ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც მგვ-ს შესრულებასთან დაკავშირებულ კონკრეტულ წესებსა და მოთხოვნებს მოიცავს, მთავრობის სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა წარადგინა.

 

 

„ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის დანერგვა ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. 2015 წლიდან ძალაშია  „ნარჩენების მართვის კოდექსი", რომელიც ევროკავშირთან თანამშრომლობით შემუშავდა. კოდექსი ითვალისწინებს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) პრინციპის დანერგვას, რომლის თანახმად, გარკვეული პროდუქციის მწარმოებლები და იმპორტიორები პასუხისმგებელნი არიან იმ ნარჩენების მართვაზე, რომლებიც წარმოიქმნება მათი პროდუქციის გამოყენების შემდეგ”, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

 

 

მგვ-ის ერთ-ერთი მთავარი მიზანია იმ ფინანსური რესურსების მობილიზება, რომლებიც საჭიროა ნარჩენების ხელახალი გამოყენების, სეპარირებული შეგროვების, რეციკლირების ან სხვაგვარად დამუშავების უზრუნველსაყოფად და ეფუძნება პრინციპს „დამბინძურებელი იხდის”. მგვ ხელს უწყობს ნარჩენების სექტორის ინფრასტრუქტურაში კერძო ინვესტიციების მოზიდვას, ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნას და პირდაპირ კავშირშია როგორც ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებასთან, ასევე, მწვანე და ცირკულარული ეკონომიკის განვითარებასთან. 

 

 

ტექნიკური რეგლამენტები შემუშავებულია ევროკავშირის, USID, SIDA, UNDP, დახმარებით, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობით; გაზიარებულია შვედეთის, გერმანიის, ავსტრიის, საბერძნეთის, ბულგარეთის და სხვა ქვეყნების გამოცდილება. პროცესში აქტიურად იყო ჩართული ყველა დაინტერესებული მხარე, მათ შორის, ის კომპანიები ვიზედაც უშუალოდ ვრცელდება მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება. 

 

 

უკვე შემუშავებულია და   დაინტერესებულ მხარეებთან თანხმდება „შეფუთვის ნარჩენებისა“ და „ხმარებიდან ამოღებული სატრანსპორტო საშუალებების“ შესახებ ტექნიკური რეგლამენტების პროექტებიც. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი