მახათას მთაზე, სომხების სასაფლაოს გვერდით აღასრულეს განაჩენი და ჩამოახრჩვეს, ბევრი ხალხი დაესწრო ამ „სანახაობას“ და უმეტესობას შეებრალა კიდეც, იგი ხომ სულ 26 წლის იყო, რაინდიც იყო და ავაზაკიც - ედიშერ ოდიშარია ტატო წულუკიძეზე
21-05-2020, 17:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ავაზაკ ტატო წულუკიძეზე დაიწერა ცნობები და წიგნიც კი. ამ მასალას მივუმატებ, ჩემ მიერ მოძიებულ 1892 წელს პრესაში გამოქვეყნებულ ცნობასაც.

 


ტატო წულუკიძის მამა სოლომონი საკმაოდ შეძლებული კაცი იყო. ტფილისში ჰქონდა საკუთარი სახლები და სამხერხაო მადათოვის კუნძულზე. ტატოს გარდა ჰყავდა: შაქრო, კოტე, ალექსანდრე და ორი ქალი. ყველა მათგანმა მიიღო განათლება ტატოს გარდა, რომელმაც სასულიერო სემინარია მიატოვა. მისი დები შეძლებულ კაცებზე გათხოვდნენ და ტატოც ერთ-ერთ მათგანს, პაატოვს მიებარა თერძად. ვერც იქ გაჩერდა დიდხანს და მიკიტნის დუქანში დახლიდარობა დაიწყო, სადაც უკვე 16 წლისამ ქურდობა დაიწყო, სახლების გატეხვა და მკვლელობაც კი!

 


ტატო მშვენიერი აღნაგობის ჭაბუკი იყო, ლამაზი და ღონიერი, მოხერხებული, გამბედავი და დიდად თავხედი. ერთხელ კაცს ხანჯალი ატაკა და დაჭრა მხოლოდ იმისათვის, რომ ახალი შეძენილი იარაღის ჭრა გაესინჯა.

 


მთელი ქალაქის მედუქნეები და კინტოები როგორც ღმერთკაცს ისე უცქერდნენ და შურით იხოცებოდნენ.

 


1872 წელს ვიღაც ზურაბოვის მკვლელობისთვის დაჭერილმა ტატომ გაქცევა მოახერხა და ოსმალეთში გაიქცა, იქიდან ევროპაში. ბევრი ხეტიალის შედეგად შეისწავლა ფრანგული ენა, თათრული და რუსული, სომხური ისედაც იცოდა.

 


ტფილისში ახალდაბრუნებულმა 1875 წელს მოკლა რევაზოვი, ორი წლის შემდეგ სასახლის წინ გაძარცვა თამაზოვი, მოკლა სუქიასოვი, მაგრამ მაინც უსხლტებოდა პოლიციის დევნას. ბოლო ყველაფერს აქვს და ყარსთან ახლოს სოფელში ტატო პოლიციელმა ლოლაძემ გათოკა. იმ დროს რუსეთ-ოსმალეთს შორის ომის მიმდინარეობის გამო ტატო წულუკიძე გაასამართლეს საომარი მდგომარეობის კანონით და ჩამოხრჩობა მიუსაჯეს.

 


1879 წლის 17 ნოემბერს ტფილისში, მახათას მთაზე სომხების სასაფლაოს გვერდით აღასრულეს განაჩენი და ჩამოახრჩვეს. ბევრი ხალხი დაესწრო ამ ,,სანახაობას“ და უმეტესობას შეებრალა კიდეც, იგი ხომ სულ 26 წლის იყო. რაინდიც იყო და ავაზაკიც.

 

 

აქვე, მოკლედ მეორე ამბავსაც ვიტყვი:

 


1892 წლის 13 თებერვალს გორში საჯაროდ ჩამოახრჩვეს ავაზაკები ტატე ჯიოშვილი და სანდრო ხუბულური. ხუბულურს თოკი გაუწყდა და ხელმეორედ გააყოფინეს თავი ყულფში.

 


ნახევარ საათს ეკიდნენ, ჩამოხსნეს და ტატეს გული მაინც ფეთქავდა. მივარდა ჯალათი, ხელახლად გაუჭირა თოკი, მიადო მუხლი ტატეს კისერს და მთელი ძალით გასწია თოკი. ასე ეჭირა, ვიდრე გულისცემა არ შეწყდა.

 

 

ედიშერ ოდიშარია

 

კომენტარები: 1
#1   lali Tabatadze
      
მძიმე ისტორიაა, მაგრამ მეტად საინტერესო.თანამედროვეობა წარსულის გარეშე ვერ შექმნის აწყმოს! დიდი მადლობა ავტორს ამ ღვაწლისათვის!
15 ივლისი 2020 15:31
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი