ფიზიკური პირების გარკვეული კატეგორია საბანკო სესხების გადავადების შესახებ შეთავაზებებს 10 ივნისიდან მიიღებს
21-05-2020, 17:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საბანკო სექტორი ქვეყნის ხელისუფლებასთან და საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად აქტიურადაა ჩართული საპასუხო ნაბიჯების დაგეგმვაში იმ ეკონომიკური გამოწვევების მიმართ, რაც წარმოიშვა COVID-19-ის პანდემიის შედეგად, - საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს.

 

 

„უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანაში განხორციელებული ღონისძიებების და ქართველი მედიკოსების თავდადებული მუშაობის შედეგად მინიმუმამდე იქნა დაყვანილი ჯანმრთელობის დაცვის სფეროში არსებული საფრთხეები, ეტაპობრივად მიმდინარეობს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის საქმიანობის განახლება, თუმცა ჯერ კიდევ რჩება პრობლემები, რომლებიც საჭიროებს ეფექტურ გადაწყვეტას. საბანკო სექტორის მიერ COVID-19-ის პანდემიის დაწყების მომენტიდან მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული მომხმარებელთა ინტერესები და კომერციული ბანკების კლიენტებმა შეძლეს ესარგებლათ საკრედიტო ვალდებულებების შესრულების გადავადების პირობით, რომლის მიზანს წარმოადგენდა, როგორც კლიენტებისათვის ფინანსური წნეხის შემსუბუქება, ასევე უზრუნველყოფა იმისა, რომ ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით მათ თავი აერიდებინათ გადაადგილებისაგან, კომერციულ ბანკებში ვიზიტებისაგან და სრულად შეესრულებინათ სახელმწიფოს მიერ გაცემული რეკომენდაციები.

 

 

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველომ მინიმალური დანაკარგებით გადალახა პანდემიის გავრცელების პიკური პერიოდი, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებმა ან უკვე განაახლეს მუშაობა ან ემზადებიან საქმიანობის გაგრძელებისათვის, მოიხსნა გადაადგილებასთან დაკავშირებული ძირითადი შეზღუდვებიც, საქართველოს საბანკო სექტორი მომხმარებელს სთავაზობს შემდეგი სახის თანამშრომლობას:

 

 

ა) ფიზიკური პირების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი, რომელმაც COVID-19-ის პანდემიის პირობებში დაკარგა შემოსავლის ძირითადი წყარო, აღნიშნულის გათვალისწინებით სახელმწიფოსაგან დაენიშნება შესაბამისი დახმარება და აღირიცხება სსიპ - შემოსავლების სამსახურის ბაზაში, საბანკო სექტორისაგან მიიღებს დამატებით საკრედიტო ვალდებულებების შესრულების 3 თვით გადავადების შეთავაზებას იმავე პირობებით, რა პირობებითაც COVID-19-ის პანდემიის საწყის ეტაპზე მიიღეს შეთავაზება მომსახურე კომერციული ბანკისაგან.

 

 

ზემოაღნიშნული მომხმარებლები კონკრეტულ შეთავაზებებს კომერციული ბანკებიდან მიიღებენ 2020 წლის 10 ივნისიდან.

 

 

ბ) ფიზიკური პირების იმ ნაწილს, რომელიც ვერ მოხვდა სახელმწიფო დახმარების პროგრამაში 2020 წლის 10 ივნისამდე და არ არის აღრიცხული სსიპ - შემოსავლების სამსახურის ბაზაში, მაგრამ დაკარგა ძირითადი შემოსავლის წყარო ან შეუმცირდა შემოსავალი იმ ოდენობით, რომ ვერ უზრუნველყოფს საკრედიტო ვალდებულებების შესრულებას, კომერციული ბანკები თავიანთ მონაცემებზე დაყრდნობით გამოავლენენ და შესთავაზებენ საკრედიტო ვალდებულებების შესრულების 3 თვით გადავადებას იმავე პირობებით, რა პირობებითაც COVID-19-ის პანდემიის საწყის ეტაპზე მიიღეს შეთავაზება. აღნიშნული პირები 2020 წლის 10 ივნისიდან დამატებით მიიღებენ მომსახურე კომერციული ბანკებისაგან ინფორმაციას, რის შემდეგაც შეძლებენ მიმართონ მომსახურე კომერციულ ბანკებს.

 

 

გ) ყველა იმ პირის კრედიტის რესტრუქტურიზაციის ან/და რეფინანსირების საკითხი, რომელიც არ მოექცევა „ა“ და „ბ“ პუნქტებით განსაზღვრულ კატეგორიაში, განხილული იქნება მათი მხრიდან მომსახურე კომერციული ბანკისათვის მიმართვის შემთხვევაში, ინდივიდუალურად და გადაწყვეტილება მიღებული იქნება მომხმარებლის ფინანსური მდგომარეობის, კომერციული ბანკის შეფასების და ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით“ - აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

ასოციაციაში განმარტავენ, რომ დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მოქალაქემ მომსახურე ბანკს უნდა მიმართოს.

 

 

ფიზიკური პირებისათვის საკრედიტო ვალდებულებების შესრულების გადავადება არ გულისხმობს გადასახდელი კრედიტის ძირითადი თანხის და დარიცხული საპროცენტო სარგებელის გადახდის ვალდებულების გაუქმებას, აღნიშნული თანხები გადანაწილდება კრედიტის შემდგომ პერიოდზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი