ეკატერინე ტიკარაძე საზოგადოებრივ ტრანსპორტზე: „შემდეგ კვირაში გარკვეული სტანდარტები გვექნება“
22-05-2020, 12:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შემდეგ კვირაში გარკვეული სტანდარტები გვექნება, - განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძემ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ამ საკითხზე საკოორდინაციო საბჭოს დადებითი გადაწყვეტილება არ მიუღია.

 

 

ტიკარაძის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა კონკრეტულად საზოგადოებრივი ტრანსპოორტის მიმართულებით გარკვეული წესების დადგენასთან დაკავშირებით, ასევე აკვირდებიან ინფექციის გავრცელების კოეფიციენტს.

 

 

„საკოორდინაციო საბჭოს შეხვედარზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხვალიდან მოიხსნება გარკვეული რეგულაციები. ეს პირველ რიგში შეეხება საგანგებო მდგომარეობას, ისევე როგორ კომენდანტის საათს. რაც შეეხება ტრანსპორტის ამოქმედებას, ტრანსპორტის ამოქმედებასთან დაკავშირებით ჩვენ ჯერ არ მიგვიღია დადებითი გადაწყვეტილება, ვინაიდან მნიშვნელოვანი არის ის სტატისტიკური მონაცემები და ეპიდსიტუაცია, რომელიც დღეს ჯერ კიდევ რჩება ქვეყანაში. დღესდღეობით, ჩვენი რეალურ დროში ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი არის 1.36, რაც ვერ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ მივცეთ მთავრობას რეკომენდაცია გარკვეული შეზღუდვების მოხსნისთვის. თუმცა, ტრანსპორტთან მიმართებაში მივიღეთ ერთი გადაწტყვეტილება, რაც მნიშვნელოვნად გაადვილებს ჩვენი მოქალაქეების გადაადგილებას.

 

 

საკუთარი ტრანსპორტით მოქალაქეებს შეეძლებათ, გადაადგილდნენ სამ მგზავრზე მეტი ოდენობით, ხოლო ტაქსებთან მიმართებაში, ეს შეზღუდვა კვლავ დარჩება. ჩვენ ვმუშაობთ კონკრეტულად საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართ გარკვეული წესების დადგენასთან დაკავშირებით, ასევე ვაკვირდებით ინფექციის გავრცელების კოეფიციენტს, რის შედეგადაც მივიღებთ უკვე დამატებით გადაწყვეტილებებს“,- განაცხადა ტიკარაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი