ილია მეორე: „როცა გაგიჭირდებათ, სთხოვეთ წმინდა ნიკოლოზს, უარს არ გეტყვით“
22-05-2020, 15:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სიონის საკათედრო ტაძარში მრევლს, სრულიად საქართველოს წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილების ამოყვანების დღე მიულოცა. ილია მეორემ წმინდა წმინდა ნიკოლოზის შესახებ იქადაგა, თუ რამდენად სასწაულმოქმედია და შემწეა მათი, ვინც წმინდა ნიკოლოზს თხოვნით მიმართავს.

 

 

"წმინდა ნიკოლოზი იყო მოწყალე - მშობელია, მოწყალე მამაა, თავის ცხოვრებაში ყველა ადამიანს წმინდა ნიკოლოზის მოწყალება გამოუცდია. არ ყოფილა შემთხვეა, რომ არ აგისრულოს თხოვნა წმინდა ნიკოლოზმა. მოწყალეა, მარტო ქრისტიანებს კი არა, მუსულმანებსაც ეხმარება.

 

 

საოცარი მოწყალეა. არ არის შემთხვევა, რომ ადამიანმა სთხოვოს და მან არ მიიღოს თხოვნა. მე მინდა გავისხსენო ჩემი შემთხვევა. აკდემიაში ვსწავლობდი, ჩემთან სწავლობდა არქიდიაკონი ხარიტონი, დასავლეთიდან იყო, ბათუმში ჩამოვიდა ოთხშაბათ დღეს და მითხრა, რომ მიჭირს და დამეხმარეო. მე ვუთხარი, ყოველ ოთხშაბათს ვასრულებთ პარაკლისს წმინდა ნიკოლოზისა და სთხოვე-მეთქი წმინდა ნიკოლოზს და დაგეხმარება. იმ დღეებში ვხედავ სიზმარს - წმინდა ნიკოლოზი შემოსილია, ტახტზე ბრძანდება დაწოლილი, ხელი აქვს გამოწვდილი და მეფერება თავზე და მე მიხარია. ვეუბნები, ხარიტონი-მეთქი? - მპასუხობს წმინდა ნიკოლოზი, ხარიტონი ამოვიყვანე ორმოდან და მეტი რაღა გინდაო. უწმინდესმა ეფრემ მეორემ გაიღო მოწყალება და ის მიიღო ბათუმის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში, მღვდელ-მონაზონი იყო. თანდათან დაიმსახურა და გახდა არქიმანდრიტი. მთელი წლები წმინდა ნიკოლოზი წყალობდა. დიდება უფალს და მადლობა უფალს! მე ვუთხარი მას, რომ წმინდა ნიკოლოზმა ამოიყვანა ორმოდან. იმის შემდეგ სულ ევედრებოდა. გარდაიცვალა, დაასაფლავეს ეკლესიის ეზოში. როცა გაგიჭირდებათ, სთოვეთ წმინდა ნიკოლოზს. წმინდა ნიკოლოზი უარს არ გეტყვით. ახლაც ამ რთულ დროს, მინდა ვთხოვო წმინდა ნიკოლოზს, რომ გაიღოს მოწყალება და შეიწყალოს საქართველო და მთელი მსოფლიო", - განაცხადა პატრიარქმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი