თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპის დაწყებასთან დაკავშირებით ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
22-05-2020, 16:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ილია ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი იწყება.  სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებასთან  დაკავშირებით, მიმდინარე წლის 25 მაისიდან 15 ივნისამდე,   ჭავჭავაძის გამზირი ატენის ქუჩიდან გ. წერეთლის ქუჩის  გასასვლელამდე სრულად ჩაიკეტება. 

 

 

ამ დროისთვის,  საპროექტო არეალში არსებული ასფალტის საფარის ქვედა ფენებში დაგება დასრულებულია. ინტენსიურად მიმდინარეობს საკომუნიკაციო ჭის თავების მოყვანა ნიშნულზე,  პარალელურად კი, ეტაპობრივად დაიგება  ასფალტის საფარის ბოლო ფენები.  ამ ეტაპზე,   საფეხმავლო სივრცეებში  (ტროტუარები), მოპირკეთების და, ასევე, გამზირზე არსებული თარგების გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს. 

 

 

ილია ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია დედაქალაქისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია.  გამზირზე მსგავსი მასშტაბური  სარეაბილიტაციო  სამუშაოები რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში არ ჩატარებულა. 

 

 

თბილისის მერია მადლობას უხდის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტის დროს   გამოჩენილი მოთმინებისა და მხარდაჭერისთვის. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი