დღეს საქართველოს პარლამენტმა, მესამე მოსმენით „ტყის კოდექსის” კანონპროექტი დაამტკიცა
22-05-2020, 17:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„სიმბოლურია, რომ სწორედ  ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღეს, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტი, ტყის კოდექსი. ახალი კოდექსი ჩვენი ტერიტორიის 40%-ის, ჩვენი უმნიშვნელოვანესი ეკოსისტემის და ბიომრავალფეროვნების დაცვას ემსახურება. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო გერმანიის მთავრობასა და ევროკავშირს იმ მხარდაჭერისთვის,  რასაც წლების განმავლობაში იღებდა  საქართველოს მთავრობა და ჩვენი სამინისტრო რეფორმების გატარების პროცესში, მხარდაჭერას იღებდა იმისათვის, რომ ისტორიული მნიშვნელობის კანონპროექტი მიგვეღო და ახალი ფურცლიდან დაგვეწყო ტყის სექტორის  მდგრადი მართვა. ის მდიდარი ეკოსისტემა და ტყეები, რომელიც გვაქვს, საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას, დაცვას, რისი გარანტიც სწორედ ახალი კანონი იქნება. 

 

 

მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ბატონ ლევან დავითაშვილს, რომლის პირადი ძალისხმევა გადამწყვეტი იყო.  მადლობა თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ კოდექსის შემუშავების პროცესში. ტყის კოდექსი არის ფუნდამენტი სატყეო სექტორის რეფორმის, ჩვენი ტყეების სწორი, მდგრადი მართვის”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა.

 

 

ნინო თანდილაშვილმა მადლობა გადაუხადა როგორც პარლამენტის წევრებს კანონპროექტის საინტერესო განხილვებისთვის, რომლებიც არაერთ კომიტეტში, დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს და ყველა დაინტერესებულ პირს პროცესში აქტიური ჩართულობისთვის.

 

 

პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს, მინისტრის მოადგილემ იმ ახალი პროექტის  მნიშვნელობაზეც ისაუბრა, რომლის განხორციელებასაც სამინისტრო წელს დაიწყებს.

 

 

„ეს გახლავთ კლიმატის მწვანე ფონდის საგრანტო მხარდაჭერა, რომელსაც, სავარაუდოდ, ივნისის თვეში მივიღებთ. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ჩართულობით, ტყის სექტორის რეფორმა დაიწყება საქართველოს სამ რეგიონში - გურიაში, კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში. ეს იქნება სიკეთის მომტანი პირველ რიგში იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამ რეგიონებში ცხოვრობენ და, ამავე დროს, წინგადადგმული ნაბიჯი ახალი ტყის კოდექსის იმპლემენტაციის პროცესში. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ევროკავშირის მხარდაჭერა ამ პროცესებში - მოგეხსენებათ, ევროკომისიის 2019 წლის ანგარიშში მოწონებული იქნა საქართველოს მთავრობის ძალისხმევა კოდექსის მიღების პროცესში“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი