15 ივლისამდე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების შემოღება შესაძლებელი გახდა
22-05-2020, 19:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ კახაძე უძღვებოდა, დეპუტატებმა კანონპროექტები „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, მესამე - საბოლოო მოსმენით განიხილეს.

 

 

შეთანხმებისამებრ, როგორც მომხსენებელმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, მეორე მოსმენით პლენარულ სხდომაზე განხილვის დროს, საბოლოოდ მოხდა თარიღის დაზუსტება, რათა მავანთა მხრიდან სპეკულაციებს არ ჰქონოდა ადგილი და ორივე კანონპროექტის მესამე მოსმენით განსახილველ ვარიანტში უკვე დადასტურებულია, რომ კანონით შემოღებული ნორმები არის დროებითი და საბოლოო თარიღად განისაზღვრა 15 ივლისი.

 

 

სხდომის წამყვანის, ვლადიმერ კახაძის განაცხადებით, ერთობლივი ძალისხმევით ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ კანონპროექტის ცალკეული ნორმების მიმართ გაჩენილი კითხვის ნიშნები მოხსნილიყო და კანონპროექტიც კონსტიტუციასთან შესაბამისობაში ყოფილიყო.

 

 

„საკმაოდ დიდი სამუშაო გავწიეთ, ვფიქრობ ამით ხელისუფლებას მიეცემა საშუალება, რომ ეს კრიზისული ვითარება მართოს. ამის საკანონმდებლო საფუძველი ნამდვილად საჭირო იყო, მით უფრო, რომ პანდემია ჯერ არავის გაუუქმებია. არაერთი ქვეყანა პრობლემების წინაშე დადგა მხოლოდ იმიტომ, რომ სწორედ იმ დროს, როცა საჭირო იყო რეგულაციების შემოღება, საკმაოდ დაგვიანებით განხორციელდა ცალკეული ქმედებები. ჩვენი ქვეყანა იმიტომ გამოიყურება გამორჩეულად სასიკეთოდ ეპიდემიოლოგიურად, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ინფექციის გავრცელების, რომ ჩვენ დროულად დავიწყეთ ქმედებები. მაგრამ დაავადებას ბოლომდე სჭირდება მკურნალობა, ამიტომ ჩვენი ეს გადაწყვეტილება დროებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ სწორია“, - განაცხადა კანონპროექტის მესამე მოსმენით წარდგენისას დიმიტრი ხუნდაძემ.

გარკვეული რედაქციული ხასიათის შენიშვნების შემდეგ, კომიტეტმა წარმოდგენილ ვარიანტს ერთხმად დაუჭირა მხარი.

 

 

კანონპროექტები პარლამენტის პლენარულ სხდომას დღესვე წარედგინება.

 

 

საკანონმდებლო ინიციატივა ეკუთვნის პარლამენტის წევრებს: დიმიტრი ხუნდაძეს, ილია ნაკაშიძეს, ვლადიმერ კახაძეს, ზურაბ ხაჩიძეს, დიმიტრი მხეიძეს და კობა ნაკაიძეს.

კანონპროექტებს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი