ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ჩინეთთან ურთიერთობები „ახალი ცივი ომისკენ“ მიჰყავს
24-05-2020, 16:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


(GUARDIAN.GE) - ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იიმ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების „ზოგიერთ პოლიტიკურ ძალებს“ ჩინეთთან ურთიერთობები „ახალი ცივი ომისკენ“ მიჰყავს. მან აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა ხელი უნდა აიღოს თავის „ილუზიურ ფიქრებზე“ ჩინეთის შეცვლის შესახებ.

 


„ჩინეთს არ გააჩნია განზრახვა შეცვალოს ამერიკის შეერთებული შტატები, არც იმის სურვილი, ჩაანაცვლოს შეერთებული შტატები. ასევე ილუზიური ფიქრებია აშშ-ისთვის, შეცვალოს ჩინეთი“, განაცხადა ვანმა კვირას, პეკინში ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე.

 


მან ასევე გააკრიტიკა აშშ მისი ჩრილოეთ კორეასთან ბირთვული ურთიერთობების შენელების გამო და გააფრთხილა ვაშინგტონი არ გადაკვეთოს პეკინის „წითელი ხაზი“ ტაივანთან მიმართებაში - მას შემდეგ რაც, სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ გასულ კვირას დაარღვია ტრადიცია და ტაილანდის პრეზიდენტს, ცაი ინ-ვენს მეორე ვადით ინაუგურაცია მიულოცა.

 


„სრუტის ორ მხარეს შორის კვლავ გაერთიანება ისტორიის გარდაუვალი მიმართულებაა. არავის და არც ერთ ძალას არ შეუძლია შეაჩეროს ის“, თქვა ვანმა.

 


მას შემდეგ, რაც ჩინეთიდან გავრცელებულმა ახალმა კორონოვირუსმა აშშ-ს უმძიმესი დარტყმა მიაყენა, მსოფლიოს ორ უდიდესი ეკონომიკების მქონე ქვეყნებს - ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები უკიდურესად გაუარესდა.

 

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიმდინარე კვირას კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ჩინეთის მიერ კორონავირუსის აფეთქებისადმი დამოკიდებულება და განაცხადა, რომ „მათ ადვილად შეეძლოთ შეეჩერებინათ ჭირი, მაგრამ ეს არ გააკეთეს“.

 


„წარმომადგენელი სულელურად საუბრობს ჩინეთის სახელით, ცდილობს რა უკიდურესად გადაუხვიოს თემიდან და იმ ტკივილიდან და ხოცვა-ჟლეტიდან, რაც მათმა ქვეყანამ გაავრცელა მთელ მსოფლიოში. მისი დეზინფორმაცია და პროპაგანდისტული თავდასხმა შეერთებულ შტატებსა და ევროპაზე, სამარცხვინოა“, დაწერა ტრამპმა „თვითერზე“.

 

 

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს არ დაუსახელებია ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი, მან თქვა, რომ ეს „ყველაფერი ზემოდან მოდის“.

 


ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ჩინეთს აშშ-ის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში „დემოკრატების“ კანდიდატის, ჯო ბაიდენის გამარჯვება სურს, რათა მათ „განაგრძონ ამერიკის შეერთებული შტატების გაქურდვა, როგორც ამას ათწლეულების განმავლობაში აკეთებდნენ, ვიდრე მე არ მოვედი სათავეში“.

 


აშშ-ის კანონმდებლებმა ბოლო კვირების განმავლობაში ორპარტიული მხარდაჭერით რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა წარმოადგინეს, რომლის მიზანიცაა პეკინის დასჯა მის მიერ კოვიდ-19-ის გავრცელების ადრეულ ეტაპზე ინფორმაციის დამალვისთვის. კორონავირუსმა თითქმის 100 000 ამერიკელის სიცოცხლე იმსხვერპლა, ათეულობით მილიონმა ადამიანმა კი სამუშაო დაკარგა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი