ეკა ბესელია პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს, რომელიც პენსიონერებისთვის ახალი შეღავათის დაწესებას უკავშირდება
25-05-2020, 15:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია პარლამენტს ახალი საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს.

 

 

კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც ყველა პენსიონერისთვის ახალი შეღავათის დაწესებას ეხება, პარამენტის წევრმა ბრიფინგი გამართა.

 

 

„ეს არის გათავისუფლება ბაჟისაგან, როდესაც მათ დასჭირდებათ სასამართლოში მიმართვა. ინიციატივის მთავარი მოტივაცი არის: პირველი ის, რომ ქვეყანაში ძალიან მაღალია სიღარიბის დონე და სიღარიბის მაჩვენებელი უკვე ისეთ ნიშნულთანაა, რომელიც გვაიძულებს დავფიქრდეთ, რა შეიძლება გავაკეთოთ იმ ადამიანებისთვის, ვისაც ახლა ყველაზე მეტად უჭირს. ამ ყველაფრის დამძიმების განმაპირობებელი არის, ასევე, პანდემიისა და ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესი. Covid19-ის ახალმა გამოწვევამ, შესაძლოა, წარმოქმნას ახალი ტიპის სამართლებრივი პრობლემები, რომელიც უკავშირდება ჩვენი მოქალაქეებისთვის აუცილებელი სამართლებრივი დახმარების საჭიროებას და აქ შეიძლება დამაბრკოლებელი გარემოება აღმოჩნდეს განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფებისთვის, როგორიც პენსიონერები არიან, რომ მათ ვერც კი მიმართონ სასამართლოს საკუთარი უფლებების დასაცავად, რადგან არსებობს ბაჟი, როგორც წინაპირობა, რომელიც აუცილებელია სარჩელის შეტანის დროს ყველა ინსტანციის სასამართლოში და შემდგომ ინსტანციებში ბაჟის ოდენობა იზრდება“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

 

მისი განმარტებით, „ბაჟის შესახებ“ კანონში არის ჩამონათვალი, თუ ვისზე შეიძლება შეღავათები განხორციელდეს.

 

 

დეპუტატს მიაჩნია, რომ ამ ჩამონათვალს უნდა დაემატოს პენსიონერები, რათა ყველა პენსიონერზე გავრცელდეს ეს შეღავათები და ისინი ყველა ტიპის სარჩელის შეტანისას გათავისუფლდნენ ბაჟის გადახდისგან.

 

 

„ეს იქნება ჰუმანური, სამართლიანი გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებელი წინაპირობაა, რომ კონსტიტუციური უფლების - მოქალაქეებმა ისარგებლონ სამართლიანი სასამართლოს უფლებით - შესაძლებლობა არსებობდეს.

 

 

ჩვენ ვეყრდნობით საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებს, როგორიც არის „Unicef“, რომელსაც გამოქვეყნებული აქვს ანგარიში და მითითებული აქვს, რომ ადამიანების ეკონომიკურ სიღარიბეს, მათ შორის, ისეთი მოულოდნელი, დაუძლეველი გარემოებები განაპირობებს, რომელიც ამ ეკონომიკურ პრობლემებს კიდევ უფრო ზრდის.

 

 

დღეს თუკი ვინმეს ძალიან უჭირს, ესენი არიან პენსიონერები, რომელთა პენსია შეუსაბამოა მათ საჭიროებებთან და რომელიმე მათგანს რომ დასჭირდეს სასამართლოში მიმართვა, ისინი ბაჟის გამო ამ შესაძლებლობას ვერ გამოიყენებენ. ამ ინიციატივის მომზადება დავიწყეთ მას შემდეგ, რაც პენსიონერთა გარკვეული ჯგუფი დაგვიკავშირდა და გვთხოვა მათი უფლებების დასაცავად რაიმე საკანონმდებლო ინიციატივა მოგვემზადებინა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

 

მისი ინფორმაციით, კანონპროექტი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დარეგისტრირდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი