საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს
26-05-2020, 10:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეს, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

 

 

ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 102 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 

 

 

საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა.

 

 

საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო.

 

 

წელს, მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, ამ დღეს სახელმწიფო უწყებებს სხვადასხვა ფორმატის მცირემასშტაბიანი ღონისძიებები აქვთ დაგეგმილი.

 

 

მთავარი ღონისძიება ვაზიანში, მე-4 მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართება. თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიულოცავენ.

 

 

ოფიციალური ღონისძიების დაწყებამდე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები პატივს მიაგებენ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას და ბრიგადის ტერიტორიაზე არსებულ მემორიალს ყვავილებით შეამკობენ.

 

 

სამწყობრო მოედანზე დისტანციის დაცვით მოწყობილ სამხედროებს სიტყვით მიმართვას საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და თავდაცვის მინისტრი.

 

 

სიტყვით გამოსვლების დასრულების შემდეგ, სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართება. თავდაცვის მინისტრი, თავდაცვის ძალების მეთაური და მთავარი სერჟანტი თავდაცვის ძალების წარმატებულ წარმომადგენლებს უწყებრივი ჯილდოებს – მედლებს „სამშობლოსთვის თავდადებული“ გადასცემენ.

 

 

საზეიმო ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდგომ, გამოფენილი სამხედრო ტექნიკისა და ინვენტარის დათვალიერება იქნება შესაძლებელი.

 

 

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბით თავდაცვის ძალების დასავლეთ და აღმოსავლეთ სარდლობების სხვადასხვა ქვედანაყოფშიც გაიმართება. სამხედრო ბაზებზე თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს უმასპინძლებენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი