27 მაისს საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ინდოეთიდან დაბრუნდებიან
26-05-2020, 17:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მოქალაქეები ინდოეთში, რომლებსაც სირთულეები შეექმნათ კორონავირუსის გავრცელების შედეგად და ვერ ახერხებდნენ სამშობლოში დაბრუნებას დაწესებული შეზღუდვების გამო, ინდოეთში საქართველოს საელჩოს დახმარებით და ინდოეთის მთავრობის ორგანიზებით, “Vande Bharat Mission”-ის პროგრამის ფარგლებში, 2020 წლის 27 მაისს დაბრუნდებიან დელი-თბილისი-დელის ავიარეისით.



ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით და კოორდინაციით, 2020 წლის 27 მაისს, ავიაკომპანია Air India-ს რეისით სამშობლოს დუბრუნდება 15 მოქალაქე. საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, საქართველოში გამოფრინდება ინდოეთში მყოფი აზერბაიჯანის რესპუბლიკის 18 მოქალაქეც.


ინდოეთის გოას, რაჯასტანისა და მაჰარაშტრას შტატებიდან საქართველოს და აზერბაიჯანის მოქალაქეების ტრანსპორტირება ქ. დელიში მოხდა საელჩოს მიერ სპეციალურად დაქირავებული ავტობუსით.



აღსანიშნავია, რომ ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით, აქტიურად მუშაობდა COVID-19-ის პანდემიის გამო სახელმწიფო საზღვრების ჩაკეტვისა და ინდოეთში გამოცხადებული კარანტინის შედეგად, ინდოეთის სხვადასხვა შტატში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეებისათვის საჭირო დახმარების გაწევისა და მათი სამშობლოში დაბრუნების პროცესის ხელშეწყობის მიმართულებით.


მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების გამო საქართველოსა და ინდოეთში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით დახმარება გაეწია ინდოეთის სხვადასხვა შტატში მყოფ 43 საქართველოს მოქალაქეს. ინდოეთის მხარესთან კოორდინაციით, ყველა მოქალაქეს საელჩომ ხელი შეუწყო სავიზო პროცედურების მოგვარების საკითხში. გოას შტატში მყოფი 5 საქართველოს მოქალაქე საელჩომ უზრუნველყო სასტუმროთი და საკვებით, 2 მოქალაქე საცხოვრებელი ბინით, ხოლო 17 მოქალაქეს ორჯერ გაეგზავნა ცხელი საკვები და საკვები პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების მარაგი.



ასევე, 2020 წლის მარტის თვეში, მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების გამო საქართველოსა და ტაილანდის სამეფოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, ინდოეთში საქართველოს საელჩოს (აკრედიტებულია ტაილანდის სამეფოში) ხელშეწყობით დახმარება გაეწია ტაილანდში მყოფ 24 საქართველოს მოქალაქეს. ხოლო, აპრილისა და მაისის თვეებში, საელჩოს ძალისხმევით და საქართველოსა და ტაილანდის საგარეო საქმეთა სამინისტროებთან, ნიდერლანდებსა და კატარში საქართველოს საელჩოებთან და ავიაკომპანია KLM-თან და Qatar Airways-თან კოორდინაციით, ტაილანდიდან გამომგზავრება შეძლო 17-მა საქართველოს მოქალაქემ. ამასთან, საელჩომ დახმარება გაუწია ტაილანდში მყოფ 23 საქართველოს მოქალაქეს ვიზის გახანგრძლივების პროცესში. 2 მაისს საელჩომ უზრუნველყო ტაილანდის კუნძულ პხუკეტზე ჩარჩენილი 7 საქართველოს მოქალაქის ტრანსპორტირება ქ. ბანგკოკამდე, მათი საცხოვრებლითა და საკვებით უზრუნველყოფა 5 მაისს ტაილანდის დატოვებამდე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი